პროლოგი

1.9K 176 11
                                    

... ხშირად არის ცხოვრებაში მომენტი, როცა სურვილი გიჩნდება გაიქცე ყველაფრისგან შორს. იმდენად შორს, რომ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გქონდეს.
გინდა გაექცე რეალობას და უსასრულობაში დაიკარგო.
... და მაშინ აღებ კარს, სხვა სამყაროსკენ მიმავალს. სამყაროსკენ, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს ისე, როგორც გსურს...
სამყარო, სადაც არ არსებობს კლიშეები. დროზე და სივრცეზე დამოკიდებული ადამიანები. შენ კი უბრალოდ მიაბიჯებ და განუსაზღვრელ სიმსუბუქეს გრძნობ, თავისუფლებას. ხარ ისეთი, როგორიც გინდა იყო. რეალობას და წარმოსახვას შორის კი ზღვარი, პირობითია.

დილაა...
თვალს ვახელ...
თავს უცნაურად ვგრძნობ...
ვცდილობ, ყურადღება არ მივაქციო ჩემს მდგომარეობას და საწოლიდან ვდგები.
ყველა მოქმედებას სხეული ავტომატურად ასრულებს, თითქოს მარიონეტი ვარ და ჩემს ნაცვლად ჩემს სხეულს სხვა მართავს.
დილის მოკლეხნიანი რუტინა და  ქუჩაში გავდივარ.
ჰაერს ხარბად ვისუნთქავ, მაგრამ არა... ფილტვებამდე არც კი აღწევს ჟანგბადის ნაწილაკები.
მუშაობის დროა...
ჩემი სახლიდან, არც ისე დიდი მანძილი მაქვს გასავლელი სამსახურამდე, ამიტომ გზას ფეხით მივუყვები. ჩემივე ნაბიჯების ხმას ვუგდებ ყურს.
მოიცა ხმა რატომ არ მესმის?

ფშშ...

ვამბობ და ისევ განვაგრძობ გზას. არავინ ყურადღებას არ მაქცევს, როგორც ყოველთვის. ის მეზობელიც კი არ მესალმება, რომელიც უკვე ერთი წელია ჩემს მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობს და ყოველ დილით ჩემთან ერთად გადის ამ მოკლე ბილიკს.

ჰაჰ, შეუმჩნეველი...

თუმცა, რაში მჭირდება ვინმე მამჩნევდეს? ამ ფიქრებში უზარმაზარ შენობას მივადექი.
ხო სწორედ აქ ვმუშაობ.
დიდ სარეკლამო კომპანიაში. სახელმა არ შეგაცდინოთ...

მოკლედ დროა, ჩემს თავზეც მოგიყვეთ.
მე კიმ თეჰიონი ვარ.
ალბათ ასაკიც გაინტერესებთ. საკმარისად დიდი ვარ იმისთვის, რომ ვმუშაობდე. ამავდროულად საკმარისად პატარა იმისთვის, რომ ცხოვრების მთელი სისასტიკე  გამოცდილი მქონდეს საკუთარ თავზე. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს უკანასკნელი ბოლომდე ვიწვნიე.
ნუ... მეტი რაღა უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში უბრალოდ არ ვიცი...
მშობლები ადრე დაიღუპნენ. უფრო სწორად, მამამ, მე და დედა მიგვატოვა, როცა დედა ავად გახდა.

The Door    (Edited)Where stories live. Discover now