-თეჰიონ ირწმუნე...რამდენიმე წამი გაუნძრევლად ვიდექი.
ეს სიტყვები, ექოდ მეორდებოდა გონებაში.-რთულია ექიმო ჯეონ.
როგორც იქნა შევძელი მეპასუხა.
-როცა გწამს, რთული არაფერია.
-მინდა დავიჯერო
-მენდე...
მთელი სული, მთელი სხეული, მთელი ჩემი არსება მიენდო იმ წამს ექიმს.
ლამაზი კაფე...
პატარა ტერასა...
ყვავილები აივანზე...ჩემს წინ სამკუთხედი თეფში...
თეფშზე ერბო კვერცხი და ბეკონი...
ჭიქაში ფორთოხლის წვენი...-ყავას არ სვამ?
-არა ექიმო.
ძალიან მშიოდა. დიდი დრო იყო გასული, რაც ასე მდიდრულად არ მისაუზმია.
უფრო სწორას არასდროს მისაუზმია, ასე მდიდრულად.
ჩემი საუზმე შვრიის ფანტელები და რძე იყო. გამონაკლის შემთხვევაში ცხელი შოკოლადიც.
მშიოდა, მაგრამ არ მინდოდა ერთიანად დავსხმოდი თავს საჭმელს.ნელი მოძრაობით წავიღე კვერცხი პირისკენ.
ვჭამდი, მაგრამ არ ვნაყრდებოდი.
შემეძლო, კიდევ ხუთი ასეთი პორცია შემეჭამა.
-მოგწონს თეჰიონ?
-ძალიან გემრიელია.
-მიხარია.
მითხრა და გამიღიმა.
ისევ მის ღიმილზე დავიწყე ფიქრი.
ძალიან ლამაზია...
ასეთ სიმპათიურ ექიმს ჩემთან რა ესაქმება...
მე ასეთი საცოდავი ...
ასეთი უსახ-უსახ-უსახური...
_ვკარგავთ... მოემზადეთ... ერთი... ორი ... სამი... მუხტი... კიდევ ერთხელ... ერთი... ორი... სამი... მუხტი...
წრიპინის ხმა...
შეშინებული გავახილე თვალები...
სუნთქვა გახშირებული მქონდა...
ESTÁS LEYENDO
The Door (Edited)
Fanfic20/12/18_17/01/19 (completed) ©მარიამი ... ხშირად არის ცხოვრებაში მომენტი , როცა სურვილი გიჩნდება გაიქცე ყველაფრისგან შორს. იმდენად შორს, რომ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გქონდეს. გინდა გაექცე რეალობას და უსასრულობაში დაიკარგო. ... და მაშინ აღებ კარს...