კარი .1.

1.2K 151 11
                                    


სიცოცხლე და სიკვდილი... რა არის საზღვარი, ამ ორ შეუცნობელს შორის? იყო ცოცხალი არ ნიშნავს იცხოვრო...
...და იყო მკვდარი ნიშნავს, რომ არ სუნთქავდე?
როცა სულზე ბზარი გიჩნდება... არ მგონია უფრო მტკივნეული იყოს, სიცოცხლესთან გამომშვიდობება.

ერთმა ბრძენმა თქვა:_ ცოცხალი, შვებულებაში გასული მკვდარია.

იქნებ სიმართლეა.
თითოეული ადამიანის სიცოცხლე ხანმოკლეა, სიკვდილი კი უსასრულობა.
...და იქნებ მართლაც, ყველანი მკვდრები ვართ და სიცოცხლე უბრალოდ განსატვირთად, გარკვეული შანსის გამოსაყენებლად გვეძლევა.
თუ ასეა, მე ნამდვილად არ ვარ ის, ვინც ამ შანსს იყენებს...

ბურუსი...
სუნთქვა მეკვრის...
ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს გულზე ძლიერად მიჭერენ ხელს...
წრიპინის ხმა...

რა მოხდა? სად ვარ?

ისევ უცნაური შეგრძნებით გავახილე თვალი. ირგვლივ მიმოვიხედე.
უცხო ოთახი.
უცხო ნივთები.
დავინახე, რამდენად აბსტრაქტულად იყო ნივთები განლაგებული.
თავბრუსხვევას დავაბრალე, რადგან ფერებიც კი ერთმანეთში იყო არეული. წამოვჯექი თვალები მოვიფშვნიტე, მაგრამ ოთახის ხედი, ისევ არ შეცვლილა.
ანუ ნივთების განლაგება, ახალგაღვიძებულის ბუნდოვანი ხედვის ბრალი არ იყო.

სურათები კედლების ნაცვლად ძირს უწესრიგოდ ეყარა. მათზე კი ხალხის ტანჯული ცხოვრება იყო გამოსახული.
კედლებზე ყველა ფერი ერთად იყო არეული, ვერ გაარჩევდი რომელი ფერი სჭარბობდა. ბუხარი.

მოიცა სად ჯანდაბაში ვარ, ბუხარს რაღა უნდა აქ?

ბუხარში კი შეშა იმის ნაცვლად, რომ ძირს ეწყოს, ზევიდან იყო ჩამოკიდებული.

სხეულს ისევე ვერ ვგრძნობდი, როგორც დილით.

რა ჯანდაბა მემართება?

საწოლიდან ადგომას ვაპირებდი, როცა კარი გაიღო.
კარი, რომელიც როგორც ყველა სხვა დანარჩენი ოთახში, თავდაღმა ეკიდა.

The Door    (Edited)Where stories live. Discover now