კარი .7.

600 120 12
                                    

უსასრულო გვირაბი და გვირაბის ბოლოს სინათლე.
ზუსტად ისე, როგორც გადმოცემებშია სიკვდილის შესახებ.
სინათლე, არც ისე მკაფიო და მასში სილუეტი, ადამიანის სილუეტი...
ხმა...
ჩემთვის კარგად ნაცნობი და უკვე საყვარელი ხმა...

თეჰიონ...

ის მეძახოდა, მასთან მისვლას მთხოვდა. მე ადგილიდან ვერ ვიძვროდი. გაქცევას ვცდილობდი. თითქოს გავრბოდი კიდეც, მაგრამ არა. ისევ ერთ ადგილას ვიდექი სიბნელეში.

მასთან მიახლოვებას უშედეგოდ ვცდილობდი, უკვე ამოვარდნაზე მქონდა გული.

-მე-მე ვცდილობ...

ჩემი ხმა ექოდ ჩამესმოდა.
მინდოდა ხმა მიმეწვდინა, თუმცა ის უკან მიბრუნდებოდა.

თეჰიონ...

ისმოდა ისევ, ის მეძახოდა...
რატომ არ ესმოდა ჩემი, ან მასთან რატომ ვერ მივდიოდი?

მოიცა სიკვდილი... მე რა მოვკვდი?

არა რა სისულელეა...

და რატომ არის სისულელე?

ისევ ხმა, სხვა ხმა. ნაცნობი და ამავდროულად უცნობი ხმა.

ჩვენ მოვკვდით თეჰიონ..

და შენ ვინ ხარ?

შენ...

რა მე?

მე შენ ვარ ...

გამოფხიზლდი თეჰიონ, უბრალოდ გამოფხიზლდი ამ უაზრო სიზმრიდან.

ნამდვილად დროა...

კვლავ ჩამესმოდა. ეს ჩემს თავში ხდებოდა, მე ჩემს თავს ველაპარაკებოდი. არა ეს არ იყო რეალური, მე-მე სიზმარში ვიყავი და უბრალოდ უნდა მეცადა გამოფხიზლება.

ექიმო... ექიმოო გთხოვ დამეხმარე...

ის უკვე დაგეხმარა თეჰიონ, ბევრჯერ დაგვეხმარა, მაგრამ შენ არ გსურს...

შემეშვი თავი დამანებე, ვერ ვხვდები რას გულისხმობ.

უკვე საკუთარ თმებს ვებღაუჭებოდი და მაგრად ვუჭერდი ხელს.მინდოდა ტკივილის გრძნობას მაინც გამოვეფხიზლებინე, ამ ჯოჯოხეთიდან. მუხლებზე დავვარდი. საკუთარი ტირილის ხმა ჩამესმა.

The Door    (Edited)Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin