იცით რა არის ბედნიერება?
როცა თავისუფლად სუნთქავ.
გრძნობა, როცა არ გაინტერესებს არაფერი შენს ირგვლივ და მხოლოდ მასზე ფიქრობ, მხოლოდ იმ ერთადერთზე.ექიმი ჯეონი
დრო გაჩერდა...
გავქვავდი...
თბილი შეხება...
მისი ტუჩები...
სისველე ჩემს ტუჩებზე...
ხელი წელზე...
მისი სხეულის სითბო...
ნეტარება...
სამოთხე....
თავი დავკარგე. ვერაფერზე ვფიქრობდი მისი ტუჩების გარდა. მინდოდა, ისევ მინდოდა შემეგრძნო ეს ნეტარება.
მსურდა მეგრძნო, მისი სხეულის სითბო.
მინდოდა, ისევ მინდოდა...
არასდროს დავფიქრებულვარ ჩემს ორიენტაციაზე. არასდროს მიფიქრია, რომ ბიჭები მომწონდა. მითუმეტეს მას შემდეგ, რაც თავშესაფარში გადამხდა.
...მაგრამ ის სხვა იყო. ასე უეცრად, როგორ მივეჯაჭვე სრულიად უცხო ადამიაანს, მასზე ხომ არაფერი ვიცოდი.
უაზროდ ვუყურებდი ჭერს, დაფდაფების ხმა ჩამესმოდა.
მოიცა ეს ჩემი გულის ცემაა.
მომენტალურად გამოვეთიშე ჩემს რეალობას.
და თვალს ვახელ...
თეთრი ჭერი...
წრიპინის ხმა...
გულის შემხუთველი ჰაერი...
სად ჯანდაბაში ვარ?
-ექიმს დაუძახეთ, სასწრაფოდ!
ჩამესმის ხმა.
ყურებში ზარები რეკენ. გაათმაგებული სიმძლავრით აღწევს ყველა ბგერა, ჩემს სმენამდე.სიზმარში ვარ? რამდენიმე წამის წინ ჩემს საწოლზე ვიწექი.
BINABASA MO ANG
The Door (Edited)
Fanfiction20/12/18_17/01/19 (completed) ©მარიამი ... ხშირად არის ცხოვრებაში მომენტი , როცა სურვილი გიჩნდება გაიქცე ყველაფრისგან შორს. იმდენად შორს, რომ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გქონდეს. გინდა გაექცე რეალობას და უსასრულობაში დაიკარგო. ... და მაშინ აღებ კარს...