იყო მასში, რაღაც განსაკუთრებული. ვერ ვპოულობდი ახსნას რა? დანახვისთანავე თავი დავკარგე.
სისხლიანი სხეული,
აგონიაში მყოფი გონება,
უაზროდ მობუტბუტე მისი ტუჩები.
და მაინც მიმზიდველი...ჯონგუკ POV
დილაა...
გადაღლილი და ღამენათევი ვარ...
გუშინ მძიმე ღამე იყო...
უამრავი პაციენტი...როცა, ჩემი პროფესია ავირჩიე, ვიაზრებდი პასუხისმგებლობას, სირთულეს, მაგრამ მაინც, თავდავიწყებამდე მინდოდა ქირურგობა.
ვთვლიდი ბევრი ადამიანის დახმარება შემეძლო...
ჯერ მხოლოდ ერთი წელია, რაც ოფიციალურად ქირურგი ვარ.
მე ჯეონ ჯონგუკი 27 წლის.ამ ერთი წლის მანძილზე ბევრის სიცოცხლის გადარჩენა შევძელი. ბევრი ამბობს, რომ ამის ნიჭი მაქვს. მე კი ვთვლი, რომ ეს უბრალოდ გამართლების და ცოდნის დამსახურებაა.
ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ იმისთვის, რომ ჩემს ცოდნაზე და გამოცდილებაზე თავი დავდო, თუმცა ფაქტი ერთი და უტყუარია, ჩემს მიზანს, რატომაც გავხდი ექიმი წარმატებით ვასრულებ.კაბინეტში ვზივარ დილის შემოვლა დავასრულე და უკვე სახლში წასვლას ვაპირებ, ხალათის გახდის პროცესში ვარ და უეცარი განგაშის ხმა დერეფნიდან.
-ექიმი ჯეონი სად არის? სასწრაფოდ ექიმს დაუძახეთ.
მხრებზე უკვე გასახდელად გამზადებულ თეთრ ხალათს ვისწორებ და კაბინეტიდან სწრაფი ნაბიჯით გავდივარ.
-ექიმო მადლობა ღმერთს აქ ხართ.
-რა ხდება?
-ავარია, პაციენტი ახლახანს შემოიყვანეს, მძიმე მდგომარეობაშია.
ემერჯენსის ოთახში მივრბივარ, უკან ექთანი მომყვება.
კარს ვაღებ, სასწრაფოს ექიმი და რამდენიმე ემერჯენსის ექიმი გარს ახვევია ახლად შემოყვანილ პაციენტს.
ESTÁS LEYENDO
The Door (Edited)
Fanfic20/12/18_17/01/19 (completed) ©მარიამი ... ხშირად არის ცხოვრებაში მომენტი , როცა სურვილი გიჩნდება გაიქცე ყველაფრისგან შორს. იმდენად შორს, რომ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გქონდეს. გინდა გაექცე რეალობას და უსასრულობაში დაიკარგო. ... და მაშინ აღებ კარს...