... ხშირად არის მომენტი ცხოვრებაში, როცა სურვილი გიჩნდება გაიქცე ყველაფრისგან შორს, იმდენად შორს, რომ უკან მოსახედი გზა აღარ გქონდეს.
გინდა გაექცე რეალობას და უსასრულობაში დაიკარგო.
... და მაშინ აღებ კარს, სხვა სამყაროსკენ მიმავალს. სამყაროსკენ სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს ისე, როგორც გსურს...
სამყარო, სადაც არ არსებობს კლიშეები. დროზე და სივრცეზე დამოკიდებული ადამიანები. შენ კი უბრალოდ მიაბიჯებ და განუსაზღვრელ სიმსუბუქეს გრძნობ, თავისუფლებას, ხარ ისეთი, როგორიც გინდა იყო. რეალობას და წარმოსახვას შორის კი ზღვარი პირობითია....და თვალს ვახელ______
თეთრი პალატა...
ისევ ის საშინელი წრიპინის ხმა, რომელსაც დიდი ხანია შევეჩვიე...
ახლა სიზმარში ვარ თუ ეს უკვე რეალობაა?
ვუსვამ კითხვას საკუთარ თავს.
ეს წრიპინის ხმა უკვე ყურთასმენას მიხშობს, პირდაპირ ყურის სიღრმეში უკრავს ეს ხმა.
ჯერ კიდევ გამოფხიზლებას ვცდილობ. თავში ყველაფერი არეული მაქვს. უკვე ვერ ვხვდები ეს ყველაფერი რეალურია, თუ არა.
თეთრ ჭერს გავყურებ...
ერთადერთი, რასაც თვალის გახელის შემდეგ ვიაზრებ, ეს მომატებული მგრძნობელობაა ხმების მიმართ.
თავის გარხევაც მეშინია...
რამდენიმე წუთი ისევ გარემოს ვეგუები და ნელ-ნელა მგრძნობელობა მიბრუნდება სხეულში.
და აი ისიც...
თბილი სხეული ჩემს ხელზე...
თავს ოდნავ ვამოძრავებ...
გვერდით ვიხედები...
შავი თმა...
კარგად ნაცნობი შავი თმა, მაგრამ სახეს ვერ ვხედავ...
ის არის?
ისევ კითხვით მივმართავ ჩემს თავს, რადგან ხმის ამოღებას ვერ ვბედავ.
YOU ARE READING
The Door (Edited)
Fanfiction20/12/18_17/01/19 (completed) ©მარიამი ... ხშირად არის ცხოვრებაში მომენტი , როცა სურვილი გიჩნდება გაიქცე ყველაფრისგან შორს. იმდენად შორს, რომ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გქონდეს. გინდა გაექცე რეალობას და უსასრულობაში დაიკარგო. ... და მაშინ აღებ კარს...