თავი მესამე

687 97 16
                                    

საავადმყოფოში ვარ, ბებიაჩემი საოპერაციოშია და მე ადგილს ვერ ვპოულობ. საშინლად მეშინია, რა ხდება ჩემ თავს? ან ეგ სათამაშო ადამიანად როგორ გადაიქცა? ან ყველაფერი ჩემი სურვილის გამო მოხდა?

ფიქრებიდან ტირილის ხმამ გამომარკვია. ხმის მიმართულებით წავედი და ოთახში შევიხედე. იქ კრისტი იწვა უსულო მდგომარეობაში, მისი მშობლები ტიროდნენ და ექიმები თეთრ გადასაფარებელს აფარებდნენ მის გათეთრებულ სახეს.

თვალებში ბინდი მომაწვა, სინდისმა შემაწუხა ,ნუთუ ესეც ჩემს გამო მოხდა? აქედან გაქცევა მინდოდა, სინდისი საშილად მაწუხებდა. მაგრამ ის ხომ ღირსი იყო? საპირფარეშოში შევედი და სახეზე წყალი შევისხი. სარკეში ჩემ ანარეკლს დავაკვირდი და ისიც იქ გაჩნდა

-გაგიხარდა?- მკითხა და თავისი არაფრისმთქმელი თვალებით მომაშტერდა, შემდეგ კი გაიღიმა როგორც მანიაკმა. მის სიტყვებზე ჩავფიქრდი, სინდისის ქეჯნაც მხოლოდ წამიერი იყო, გული კრისტის სიკვდილის გამო ნამდვილად არ დამწყვეტია.

-როგორც მივხდი გაგიხარდა- ისევ სიცილი დაიწყო- მიყვარს შენი ფიქრები

-რა? ამას როგორ აკეთებ?- შიში თითქოს გაქრა 

-რას? სურვილებზე ამბობ? ჩათვალე, რომ შენი ჯინი ვარ- ჩემთან მოვიდა და სახე ახლოს მოიტანა

-ბებიაჩემი როგორ იქნება?

-კარგად, მაგრამ კომაში იქნება ცოოოტა ხანი- ხელით მაჩვენა რაღაც - ვატყობ კითხვები კიდევ გაქვს

-მაქვს? შენნაირები კიდევ არიან? მარტო ჩემზე ხარ დამოკიდებული? რატო მესიზმრებოდი?.....

-ჩემნაირები? რას გულისხმობ?- ისევ მანიაკური ღიმილი და ისევ არაფრის მთქმელი თვალები

-არ ვიცი.... საერთოდ ვინ ხარ?- დავიყვირე და ისიც გაშტერებული დამაკვირდა, სანამ სიცილი არ აუტყდა.

-მე ეშმაკის თოჯინა ვარ , შენი სურვილები ჩემთვის კანონია მას შემდეგ რაც ჩემი თოჯინა შენს ხელში აღმოჩნდა. რაც შეეხება სიზმრებს ეგ დაივიწყე, იმ დებილის ნახელავია

-რა?

-გაფრთხილებდა საცოდავი, სანამ არ მოვკალი- საშინელმა შიშმა შემიპყრო მისი სიტყვების შემდეგ. მხოლოდ ერთი გამოსავალი დამრჩა, იმ ქალთან უნდა მივიდე და ყველაფერი გავარკვიო

------------------------------

ეშმაკის თოჯინაWhere stories live. Discover now