თავი მეათე

487 67 18
                                    

აი ისიც დრო, როცა წინასწარმეტყველება ახლოვდება. მალე თავად მე დავიკავებ სატანის ადგილს და გავუძღვები ცეცხლით და სისხლით სავსე მიწისქვეშეთს ---

ჯ ო ჯ ო ხ ე თ ს

-როგორ, შავმა ანგელოზმა?

-კი

-ხო ,მაგრამ კრისტი რა შუაშია?

-არ ვიცი, იქნებ მათაც ყავთ თოჯინები?

-მოიცადე..- დავიყვირე და საშინელი ტკივილი ვიგრძენი, თითქოს მოგონებები ამოტივტივდა

,,-მინა გაიქეცი, აქაურობას მოშორდი- ბოხი ხმა შორიდან მეძახის და ჩემთან ფრთიანი არსება მოფრინავს .ირგვლივ ცხელა, ცეცხლი ანთია, მაგრამ არა ისეთი როგორც ადამიანებმა იციან. უარესი , ისეთი რომელიც ნებისმიერ არსებას წამში დაადნობს, მაგრამ მე აქაურობას ვეკუთვნი .ჯოჯოხეთი ჩემი სახლია...

-რამე ხდება სიკვდილო?- მასთან შიშს არ ვგრძნობდი...

-ეშმაკი გეძებს, წინასწარმეტყველების ეშინია. უნდა გაიქცე-  ეტყობა , ჩემთვის ღელავს, მაგრამ ვერაფერს ვაცნობიერებ და ვიშორებ. მამაჩემისკენ მივდივარ... ვითომ მამაჩემისკენ , რომელმაც დედაჩემი დამიმალა. სიკვდილი ხელს მკიდებს, ჩემი შეჩერება უნდა, მაგრამ არაფერი გამოსდის.

ცეცხლის სასახლე გავაღე, ირგვლივ სულების განწირული ხმა ისმოდა. შვებას ითხოვდნენ, მაგრამ თითოეულს თავისი დემონი ყავდა, რომელიც ცოდვებს უორმაგებდა და წვალებას კიდევ ჯოჯოხეთურს ხდიდა. "

-აააა თავი -ვყვირი, მაგრამ მოგონებები აქ მთავრდება. - რა მოხდაააა - ირგვლივ ფანჯრები ისევ ტყდება და შავი ანგელოზის სახე ნათლად ჩნდება

-თეჰიონი - თვალები ამიცრემლიანდა და სახლიდან გავიქეცი.

იქითკენ გავრბოდი სადაც ხმა მიხმოდა, იქ სადაც ყველაფერი დაიწყო.

-დიდი ხანია გელოდი მინა -ჩემ წინ თეჰიონი იდგა.

-მინა?- ხრწიანი ხმა გაისმა თეს უკან და ისიც გამოჩნდა. კრისტის ხელში ვიღაცის სული ეჭირა და აწამებდა, ისე როგორც ჯოჯოხეთში, მაგრამ ამას სიკვდილის ბრძანებით აკეთებდა. წაწყემნდილ სულს სანამ ჯოჯოხეთში გაგზავნიან შავი ანგელოზი იბარებს და აწამებს. ეს როგორი კანონია? ანგელოზი და ისიც მკვლელი.  ცუდი უნდა დაისაჯოს და კარგი უნდა გადარჩეს.

ეშმაკის თოჯინაOnde histórias criam vida. Descubra agora