თავი ოცდამეორე

266 46 13
                                    

-გთხოვ ქაი, მიყვარხარ- მისთვის გასაგონად ვთქვი და ცოტათი მოლბა. იქნებ გაიხსენა ყველაფერი? ჩემსკენ შემობრუნდა და გამიღიმა. არა ეს ის ღიმილი არაა, რომელიც სიყვარულითაა სავსე. უკვე მისი მეშინია

-მინა?- ზუსტად ისეთი ტონით მითხრა, როგორც ჩვენი პირველი შეხვედრისას . ნუთუ ეშმაკის თოჯინა დაბრუნდა?

-ეშმაკის თოჯინა?- ჩემს სიტყვებზე თვალები გაუშავდა და სისხლი წამოუვიდა. რა ჯანდაბა ხდება? რამდენიმე წამში ჩემ წინ სანთლით ხელში სულები წამოვიდნენ. რაც უფრო მიახლოვდებოდნენ სინათლეც უფრო კაშაკაშებდა. ქაიც მათ შეუერთდა. რა უნდა გავაკეთო?

რაც ძალა მქონდა გავიქედი და ცარიელ ქუჩაში ავღმოჩნდი, ისევ ისე ბნელა როგორც წინათ, მაგრამ ახლა ცაში მხოლოდ ციფრები ჩანს. ამ ციფრებში ინახება თითოეული ადამიანის დაბადების და სიკვდილის თარიღები, მათი ბნელი ისტორიები და მათი აჩრდილები.

თავში მხოლოდ ერთი ადგილი ამომიტივტივდა, ის სადაც სულები ვერ აღწევენ- თოჯინების სახლი.

კარი როგორც ყოველთვის თავისით გაიღო . თოჯინებს განზრახ არ ვუყურებდი თვალებში, რადგან ერთი არასწორი ქმედება და ისინი თავიანთ ბრჭყალებს გამოაჩენენ. მალე ქალბატონი პაკიც გამოვიდა. წესით უნდა დამინახოს

-მინა?- მართალიც ვყოფილვარ, მან მე დამინახა

-ქალბატონო პაკ, თქვენი დახმარება მჭირდება- ვუთხარი და მის წინ დავდექი

-არ მეგონა სატანის დედოფალს აქ თუ ვიხილავდი. იცი შენი გამეფებით რამდენი რამ შეიცვალა? აქ არც უნდა იყო- ჩუმი ხმით დაიწყო, მაგრამ მალე თვალზე ცრემლი მოადგა. რა უნდა ხდებოდეს?

-რაზე ამბობთ?

-ქვეყანა ინგრევა, ადამიანებმა რწმენა დაკარგეს, მხოლოდ ბოროტება მეფობს

ეშმაკის თოჯინაWhere stories live. Discover now