თავი მეთექვსმეტე

386 64 45
                                    

-დრო მოვიდა თავად ღმერთს ვესტუმროთ, მისივე სამყაროში. - ჩავიცინე

-რა?

-სამოთხეში მივდივართ....

-სამოთხეში სატანა?

-სატანსუ? არ მახსოვს თუ დაგიძახე

-დაგავიწყდა ვინ ვარ? - მითხრა და თვალი გამისწორა

-არც დამვიწყებია ძამიკო, მაგრამ მე სხვა გეგმები მაქვს .უნდა დამეხმარო....

-ისედაც ვიცი შენი გეგმები- სახეზე ღიმილი დაიკრა და გეგმის შესრულებას შეუდგა....

[time skip]

-არ გეშინია?-მკითხა ქაიმ, როცა სამოთხის კარიბჭეს მივადექით

-რისი?

-ნახევრად ანგელოზი ხარ, იქნებ დაგავიწყდეს რაც დაიწყე?- მის სიტყვებზე ჩავიცინე

-ეს ჩემი მიზანი იყო თავიდანვე და გგონია დამავიწყდება?

-არ ვიცი, ვნახოთ...

-კარგი, შეწყვიტე საუბარი დროა ბაბუა ვინახულო- ვუთხარი და სამოთხის სასახლეში შევედი (ავტორი- არ დაგავიწყდეთ, რომ მინას დედა უფლის შვილი იყო. ქაიმ მინას დედა , რომ მოგკლა ეგ ნაწილი ნახეთ💜)

ეს სინათლე შიგნიდან მახრჩობდა , მაგრამ ამავდროულად შვებას მგვრიდა. ქაი მართალი იყო, თანდათან ჩემი მეორე მხარე იღვიძებდა. გეგმები არ უნდა ჩამეშალოს...

სასახლე სავსე იყო წმინდა წყლებით, მაგრამ ეს მაინც არ მომკლავდა, განსხვავებით ჩვეულებრივი ეშმაკებისა, ამიტომ ის ადგილი ზღვაში წვეთი იყო.

-მინა გელოდებოდი!- წინ მაღალი ანგელოზი წარმომიდგა, გრძელი, ნათელი ფრთებით და ზემოთ შარავანდედით. 

-გამარჯობა ჩანიოლ!

-მიუხედავად იმისა, რომ ნახევრად სატანა ხარ და შენში ჩემი სისხლი ჩქეფს. მე მაინც ღმერთი ვარ და ჯობს ისე მომიხსენიო, როგორც წესია- მის სიტყვებზე ჩავიცინე

-წესები იმისთვისაა, რომ დაარღვიო

-გეყოფა, არ დაგავიწყდეს სად ხარ- დაიყვირა, მაგრამ თავი ისევ შეიკავა და თავისი ტახტი დაიკავა.- აქ რისთვის მოხვედი?

ეშმაკის თოჯინაWhere stories live. Discover now