თავი მერვე

613 70 55
                                    

  -მინა?- გვერდით მივიხედე და წინ მკვდარი ლისა მედგა. თეთრი კანისფერით და შავი თვალებით. სისხლიანი სახე ქონდა და გულის ადგილას სიცარიელე იყო. მის უკან ყველაფერი კარგად ჩანდა, ის მკვდარია და მალე მის სულს წაიყვანენ. 

-რაა?- თვალის არიდება ვცადე, ვითომ ვერ ვხედავდი, მაგრამ აზრი არ ქონდა

-ვიცი , რომ მხედავ ეშმაკის შვილო- საშინელი წვრილი ხმით მითხრა, მისი ნათქვამი მთელ სკოლაში გაისმა, მაგრამ ეტყობოდა ის მარტო მე მესმოდა, რადგან მოსწავლეები არც შეშინებულან.

-საიდან იცი ვინ ვარ?

-შენს გამო ჩამოვედი დედამიწაზე

-რაა? -გამოვშტერდი , რას ნიშნავს შენს გამო ჩამოვედი დედამიწაზე? ვისთამ მქონდა ამდენი ხანი ურთიერთბა?

-ჯობს სადმე წავიდეთ სანამ გიჟად შეგრაცხეს - მისი წვრილი ხმა და საშიში გარეგნობა უკვე გულს მირევდა

-გული სად გაქვს?- ვკითხე მოვშორდით თუ არა ხალხმრავალ ადგილს

-დამცინი? გული არც არასდროს მქონდა

-ნუ ეგეც სიმართლეა- თვალები ავატრიალე

- მგონი ჩემნაირებს მიეჩვიე,მაგრამ მეხსიერება კიდევ დაბლოკილი გაქვს?

-რა? საიდან იცი

-ძნელი გამოსაცნობი არც იყო. მეხსიერება, რომ დაგებრუნებინა გემახსოვრებოდი

-რა ? ვინ ხარ? დამღალა კითხებმა

- ჩუმად იყავი, სანამ ჩემთან მოსულან. მე ეშმაკის გამოგზავნილი ვიყავი და შენზე უნდა მეთვალთვალა. წინასწარმეტყველება არ უნდა ახდეს ეშმაკის შვილო, ეს ყველაფერს დაანგრევს. 

- წინასწარმეტყველება, უკვე დამღალეთ- დავიყვირე

-ის უკვე აქაა, ის წამიყვანს- დაიყვირა და ცა მთლიანად გაშავდა, ჭექა-ქუხილი დაიწყო. ისევ შავი ჩრდილები გამოჩნდა, მაგრამ ამჯერად ლისას გვერდით შავ ფრთიანი არსება წამიერად გაჩნდა და იქაურობა გაათეთრა, ზედმეტი სინათლის გამო თვალები დავხუჭე.

ეშმაკის თოჯინაOnde histórias criam vida. Descubra agora