თავი ოცდამესამე

426 55 52
                                    

-სამოთხე და ჯოჯოხეთი უნდა განადგურდეს- მშვიდი ტონით ვუთხარი , მაგრამ მათ სახეებზე გაოცება შევატყვვე

-და შენ?- ქაი ჩემს გვერდით დადგა

-მე?

-ხო. შენ ხარ ორივეს მფლობელი და თუ მათი განადგურება გინდა, შენ უნდა მოკვდე- მის სიტყვებზე გავიღიმე

-ასე არ იქნება. ამჯერად ყველაფერი შეცვლილია. როცა სულების სამყაროში გადავეშვი, მაშინ ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ადამიანმებმა ყველას გარეშე უნდა იცხოვრონ, მათ გადაწყვეტილებები მარრტო უნდა მიიღონ

-და სხვებზე რას ფიქრობ? ანგელოზები და დემონები განადგურებიან

-არა, ისინი ადამიანებად გადაიქცევიან და ყველაფერს დაივიწყებენ

-იქნებ სულ არ უნდათ ადამიანობა?

-სხვა გზა არ აქვთ- ვუთხარი და ისევ სამოთხის სასახლეში დავბრუნდით

-მინა! გენდობი და ის გააკეთე რასაც საჭიროდ თვლი- ნაჯუნი ჩემს გვერდით დადგა და ჩამეხუტა

-მადლობა მამა

-ეს როდის უნდა დასრულდეს?- თვალებიდან უკვე ცრემელები მოსდიოდა დედაჩემს

-რიტუალი დღეს საღამოს დასრულდება . ეს მარტო უნდა გავაკეთო

-დარწმუნებული ხარ, რომ უსაფრთხოდ იქნები? ჩვენთან დარჩები?- ქაის ნერვიულობა ეტყობოდა. 

-კი- თვალებში არ შემიხდავს ისე ვუთხარი, რადგან ჩემი სიცოცხლე შეუძლებელია. ქაი მომიახლოვდა და ხელი ჩამჭიდა

-ვიცი, რომ ტყუი.- ხმა გაუტყდა. როგორ გაიგო?- დაგავიწყდა? მე ისევ შენი ეშმაკის თოჯინა ვარ- სახე ახლოს მოიტანა და ტუჩები შეაერთა

-როცა იმ სამყაროში აღარ რჩება ადამიანი რომელსაც ახსოვხარ, აქედანაც ქრები. ეს იგივეა, რაც სიკვდილი სიკვდილის შემდეგ. - ყურში ჩაჩურჩულე

-მე არ დაგივიწყებ - შუბლი ჩემსას მოადო და თვალები დახუჭა. მართლა არ მინდა წასვლა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს

ეშმაკის თოჯინაDonde viven las historias. Descúbrelo ahora