თავი 1/დღიური

1.5K 59 6
                                    

"გულცივი"

თავი 1
"დღიური"

  გამარჯობათ!
უკვე ბევრჯერ მიცდია დღიურის წერა, მაგრამ სამწუხაროდ არ გამომივიდა, რადგან ძალიან მეზარებოდა. ახლა, კი ისევ დავიწყე და მოგიყვებით ჩემი მთელი ცხოვრების მოკლე შინაარსს, თუ როგორი იყო ის დღემდე.

  ჩემი სახელია ანა. დავიბადე და გავიზარდე სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში. დედაჩემის სახელია ლელა, მყავს ასევე ერთი და "ნინა", ის ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობს და ჩემი პატარა და ძალიან საყვარელი ძაღლი "კიკი". მამაჩემი სა დედაჩემი დაშორებულები არიან, მამას უკვე ცოლ-შვილი ყავს. მასთან კონტაქტი იშვიათად მაქვს, მას შემდეგ რაც ბავშვი ეყოლათ სულ დაგვივიწყა, მაგრა ვცდილობ დედიკოს დავეხმარო ყველაფერში. ჩემ დას სჭირს დაავადება "ზურგის ტვინის თიაქარი", ბავშვობიდან აცვია პამპერსი, მან გაიკეთა ოპერაცია ფეხზე, რადგან აქილევსის მყესი ქონდა დაჭიმული და მარჯვენა ფეხს მთლიანად ვერ ადგამდა, ახლაც არაა კარგი სიტუაცია, რადგან მას კიდევ ორი ოპერაცია აქვს გასაკეთებელი, მასზე კი ყველა ძალიან ნერვიულობს, მაგრამ მთავარია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ერთ კვირაში უნივერსიტეტში ვიწყებ სწავლას. წინა წელს სკოლა დავამთავრე და ეს ძალიან მიხარია, რადგან როგორც იქნა მოვიდა ეს დღე, ახლა კი მინდა სკოლაში მომხდარ ამბავზე ვილაპარაკოთ.

    მე ვიყავი მე-8 კლასში, როდესაც გადმოვიდა ერთი ბიჭი, ძალიან სიმპათიური, ეომლის სახელია "ჯიმინი" მთელი სკოლა მასზე ლაპარაკობდა, ყველა გოგოს ის მოწონდა და აი დადგა ის დღე, როცა მან ჩემი გულიც დაიპყრო. თავდავიწყებით შემიყვარდა, უზომოდ. ჩემი საუკეთესო მეგობარი "კლერი" და ამავდროულად ჩემი კლასელი, მას ყველაფერი ვუთხარი და გამიგო კიდეც რაშიც ეჭვი არ მეპარებოდა. ჩემი და ჯიმინის კლასები ერთ სართულზე იყო, ხშირად გავდიოდით მისი კლასისკენ. კლერს, როგორც შეეძლო ისე მეხმარებოდა. შევდიოდი მის გვერდზე სოციალურ ქსელში, ყოველ დღე ვუყურებდი მის სურათებს და ვხვდებოდი თუ როგორ მიყვარდებოდა ის უფრო და უფრო. ერთ დღესაც მე დავადგინე, რომ თურმე მისი და ჩემი ოჯახი ერთმანეთს იცნობდნენ, თურმე მამამისი და მამაჩემი კლასელები ყოფილან. დედასთვის არ მითქვია, რომ შეყვარებული ვიყავი, ის არ მეჩხუბებოდა, მაგრამ მაინც ჩავთვალე, რომ საჭირო არ იყო ეს დედას გაეგო. სკოლის ექიმი ძალიან მაგარი ქალი იყო, მე და კლერი მასთან ისე ვიყავით, როგორც მეგობრები,  მას ყველაფერს ვეუბნებოდით და ესეც ვუთხარი. ის ძალიან დამეხმარა, ისეთი რამ გააკეთა რასაც ვერასდროს დავივიწყებ.

გულცივი (დასრულებული)Where stories live. Discover now