თავი 13

471 43 9
                                    

უნივერსიტეტის შენობაში შევედით. ლექცია 5 წუთში დაიწყება, დარბაზში შევედით და ჩვენ ადგილებს მივუჯექით. 
როგორც კი დავჯექი კარისკენ გავიხედე და დავინახე ჯიმინი და ვიღაც გოგო შემოდიოდნენ. ჯიმინმა მას გადაკოცნა, ამაზე გავმწარდი. მინდოდა მივსულიყავი და მისთვის რამე მეთქვა. ის გოგო თავის ადგილს მიუჯდა, ჯიმინი კი ჩვენ ლექტორთან მივიდა და მას რამდენიმე წუთი ელაპარაკებოდა, შემდეგ კი ლექტორი ჩვენსკენ მობრყნდა და თქვა:
-ბავშვებო, ყველამ მომისმინოს. დღეს მთელი დღე ლექციებს ჩავიტარებთ პარკ ჯიმინი. ისიც ამ უნივერსიტეტში სწავლობს და არის მე-3 კურსზე. ძალიან კარგი მოსწავლეა. მეც ახლა გავიგე, დირექტორს ასე სდომებია. ახლა კი გავალ. ნახვამდის!-ლექტორი გავიდა, მე კი ისეთი გაკვირვებული ვიყავი, რომ არ ვიცოდი სად წავსულიყავი. გოგოებიც გაკვირვებულები იყვნენ. ჯიმინს ჩემთვის არც კი შემოუხედავს. გაკვეთილი ჩვეულებრივად ჩაატარა. არ ვიცოდი თუ პირველი დღე ასეთი ცუდი უნდა ყოფილიყო. დასვენება დაიწყო, გოგოები ჩემთან მოვიდნენ.
-ეს რა არის? სპეციალურად გააკეთა?(კლერი)
-ზედაც არ მიყურებს.(მე)
-აბა რა გეგონა? მოვიდოდა და ჩაგეხუტებოდა?
-მივალ და დაველაპარაკები.
-რას ეტყვი?
-არ ვიცი, რამეს-ავდექი და მისკენ წავედი. ის რაღაცას წერდა.
-გამარჯობა!
-...-პასუხი არ გამცა.
-რა გჭირს?
-არაფერი-მითხრა ცივად.
-ის გოგო ვინ იყო?
-ვინ გოგო?- როგორც იქნა იკადრა თავის აწევა და შემოხედვა.
-რომელთან ერთადაც დილით მოხვედი...
-ჯიმინ..-გავიგე უკნიდან გოგონას ხმა. გავიხედე. ეს ის გოგო იყო, რომელთან ერთადაც დილით მოვიდა.-შეგიძლია გამომყვე?
- კი, რა თქმა უნდა.-უპასუხა და მასთან ერთად წავიდა. მეც უკან გავყევი, ძალიან მაინტერესებდა სად მიდიოდნენ. შევიდნენ პატარა კაბინეტში. კარიც კი ვერ დაკეტეს ნორმალურად-გავიფიქრე და მივედი, ცნობისმოყვარეობამ მძლია და მათი ლაპარაკის მოსმენა დავიწყე.
-მომენატრე-უთხრა გოგომ. ამ ერ5მა სიტყვამ ჩემზე ძალიან იმოქმედა და თვალებიდან ცრემლები წამომივიდა.
-მეც ძალიან მომენატრე-გავიგე ჯიმინის ხმა. მინდოდა შეხედა რას აკეთებდნენ და ასეც მოვიქეცი, მაგრამ ჯობდა არ დამენახა ის რაც დავინახე. ჯიმინმა გოგოს აკოცა. ძალიან გამიკვირდა, ამას ნამდვილად არ მოველოდი. გული მეტკინა. გოგოებთან გავიქეცი ტირილით.
-რა ხდება?(კლერი)
-ვაიმე, რატომ ტირი?(ნატა)
-ჯიმინმა მიღალატა. მას არ ვყვარებივარ, ამას ნამდვილად არ მოველოდი.
-რა მოხდა? ანი, ნუ ტირი. მითხარი რა მოხდა.
-დავინახე ჯიმინმა როგორ აკოცა იმ გოგოს. ღმერთო ძალიან ცუდად ვარ-ვთქვი სლუკუნით-უნდა წავიდე.-ავდექი, წიგნებს მოვკიდე ხელი და ჩალაგება დავიწყე.
-სად მიდიხარ? (ნატა)
-სახლში. პირველივე დღემ ცუდად ჩაიარა. კარგი, წავედი. მერე დაგირეკავთ. წავალ და დავისვენებ, დირექტორს დავეთხოვები.-წავედი ჯერ დირექტორთან, შემდეგ კი სახლში.
  მისვლისთანავე ოთახში ავედი და ლოგინზე დავწექი. ტირილი დავიწყე. "მე ვიფიქრე ბოდიშს მოვუხდი-მეთქი, ვეტყვი, რომ ძალიან მიყვარს. ვნერვიულობდი ასეთი რამ როგორ ვუთხარითქო და ეს კიდე გოგოებში დადის."-გავიფიქრე. კარზე კაკუნის ხმა გავიგე, დედა არის.
-ანი, ახლა უნივერსიტეტში არ უნდა იყო?
-დედაააა...-ვთქვი სლუკუნით.
-რა მოხდა?
-მე იმ უნივერსიტეტში აღარ მივალ, აღარ მინდა. დედაა, მინდა იტალიაში წავიდე და იქ განვაგრძო სწავლა.
-რააა? ანი, რა დებილობას ამბობ? დაჯექი და მომიყევი ყველაფერი.

#კლერი& #ნატალი

-ჯიმინისგან ასეთ რაღაცას არც მე მოველოდი.(კლერი)
-დაველაპარაკოთ.(ნატა)
-ვის? ჯიმინს?
-კი, ჯიმინს.
-არა, ანიმ რო გაიგოს მოგვკლავს.
-მე მინდა დაველაპარაკო, უნდა მოვახსენო რაც ჩაიდინა, ამიტომ ამას ან ერთად გავაკეთებთ ან მარტო.
-კარგი, დაველაპარაკოთ. ამ გაკვეთილის შემდეგ.
-კარგი.

____________________

და მე ისევ დავაგვიანე. ბოდიშს გიხდით. მგონი პატარა თავია, ამისთვისაც ბოდიში. გარწმუნებთ მოვლენებს საინტერესოდ განვავითარებ.😍💖💖💖💖💖❤️❤️❤️

გულცივი (დასრულებული)Where stories live. Discover now