თავი საშინლად ვიგრძენი. ჯიმინი მომიახლივდა და ამაყენა. სასწრაფოდ სახლში წამოვედით.
-რატომ არ მითხარი?-მთელი გზა ჩუმად იყო და როცა სახლში შევედით მაშინ ამოიღო ხმა.
-როგორ უნდა მეთქვა? შემეშინდა.-თვაკებიდან ცრემლები წამომივიდა და ძალიან გავნერვიულდი, მასაც ეტყობოდა ნერვიულობა.
-მე შენი შეყვარებული ვარ. რისი შეგეშინდა?-ბოლო სიტყვები ხმამაღლა წარმოსთქვა.
-ნუ ყვირი-მეც ტონს ავუწიე.
-მაოატიე-ჩემკენ წამოვიდა და ხეკები შემომხვია.
-შემეშინდა, იმის, რომ აღარ მოგეწონებოდი. იმის, რომ ჩემთან დაშორებას მონდომებდი. ჯიმინ მე ვკვდები და ამას უნდა შეეგუო.
-არა, ამას ნუ ამბობ.-წარმოუდგენელი ძალით ატირდა და გულში ჩამიკრა.
-ცხოვრება უნდა გააგრძელო.-ცუდად გავხდი, თავბრუ დამეხვა. თავი ამტკივდა და ვიგრძენი როგორ დავეცი. ჯერ კიდევ მესმოდა ჯიმინის ხმა. ის მიყვიროდა:"ანა, ანა გაიღვიძე, გთხოვ"...#ჯიმინი
ანა მიწაზე დაეცა. მეც ჩავიმუხლე. განწირული ხმით ვკიოდი და ვეუბნებოდი, რომ თვალები გაეხილა, მაგრამ...
სასწრაფოს გამოვუძახე. საავადმყოფოში შესვლისას ექიმი მოვიდა:
-რა სჭირს?
-ვოაპარაკობდით და უეცრად გული წაუვიდა.-ექიმმა ანი პალატაში შეიყვანა. სულმოუთქმელად ველოდებოდი და ბოლოს როგორც იქნა ექიმი გამოვიდა.
-რა ხდება? ხო ყველაფერი კარგად არის?-შოკში ვიყავი.
-ჩემ კაბინეტში ვილაპარაკოთ.-კაბინეტში წავყევი.
-თქვენ კარგად იცით ანას მდგომარეობა. მას მდგომარეობა ნელ-ნელა ურთულდება. ის აქ ხშირად მოდიოდა. არ უნდოდა, რომ ეს თქვენ გაგეგოთ. ოპერაციის გაკეთება აუცილებელი იყო, მაგრამ მან უარი თქვა. ახლა კი სამწუხაროდ უკვე ძალიან დაგვიანებულია.
-რას ამბობთ? ჩვენ ერთად ძალიან ცოტახანი გავატარეთ. ცხოვრება წინ გვაქვს.-სლუკუნით ვეუბნებოდი ექიმს. არ მინდოდა მეტირა, მინდოდა დავწყნარებულიყავი, მაგრამ არ გამომივიდა.
-ძალიან ვწუხვარ. მას ძალიან ცოტახანი დარჩა. გირჩევთ ეს დრო არ ანერვიულით, მშვიდად გაატარეთ მისი ცხოვრების უკანასკნელი დღეები. არ ანერვიულოთ. ყვეკაფერი გააკეთეთ მისი ბედნიერებისთვის.
-უნდა წავიყვანო.
-რა?
-ანა უნდა წავიყვანო.
-ჯერ ცოტახანი კიდევ დავტო...-შევაწყვეტინე.
-ექიმო გეუბნებით ახლავე უნდა წავიყვანო.-კაბინეტიდან გავედი და პალატაში შევედი.
YOU ARE READING
გულცივი (დასრულებული)
Romanceგოგონა სახელად ანი ცხოვრობს კორეაში. მას სკოლაში უყვარდა ერთი ბიჭი, რომელმაც გული გაუტეხა, შემდეგ კი ისინი აღმოაჩენენ, რომ ერთ უნივერსიტეტში სწავლობენ.