თავი 2

832 58 3
                                    


  დილაადრიან მომესმა კარზე კაკუნის ხმა, საწოლიდან ავდექი, ეს კლერი იყო. კარი გავაღე.
-რა ხდება? ხომ იცი რომ ვერ ვიტან, როცა ვიღაც მაღვიძებს.(მე)
-შენ რა ისევ გძინავს?(კლერი)
-ხო, რა მოხდა?(მე)
-უკვე 12 საათია, დროზე უნდა მოგამზადო, წვეულება 6ზე იწყება.(კლერი)
-რა დროს 6 საათია?
- თუ შეიძლება ნუ მეწინააღმდეგები, შენ გამზადებას ბევრი დრო უნდა.
-კაბა მომიტანე?
-კი, ძალიან ლამაზია.
-ჩვენ იმ ბიჭს არც კი ვიცნობთ, რატო მივსივართ?
-იქ იქნება ბევრი ისეთი ვინმე ვისაც ვიცნობთ, მაგალითად ნატალი. მასთან ხო კარგი ურთიერთობა გაქვს?
-კი, მაგრამ....
-არავითარი მაგრამ, მიდი შხაპი მიიღე კაბა ჩაიცვი შემდეგ კი ყველაფერი მე მომანდე.-ზემოთ ავედი და შხაპი მივიღე. კლერის მოტანილი კაბა საწოლზე იყო გადაფენილი, სააბაზანოდან გამოსვლისას ის კაბა ჩავიცვი, შემდეგ კლერის დავუძახე სა ოთახში ამოვიდა.
-ღმერთო, რა ლამაზი ხარ? კარგი , მოსი ჯერ თმას მივხედოთ, შემდეგ კი მაკიაჟს. თუ შეიძლება დაბრძანდით.-სარკესთან მდგარი სკამი გამოწია და მანიშნა, რომ ჩამოვმჯდარიყავი და შეუდგა თმის დავარცხნას.
-აუუუუ, მტკივა-ვთქვი და თავზე ხელი დავიდე.
-რა ვქნა? თმა ძალიან დასავარცხნი გაქ. მაღლა აგიწევ და ძალიან ლამაზ კოსას გაგიკეთებ, თან შენ გიხდება მაღლა აწეული თმა.
-არ ვიცი, როგორც გინდა...
-დედაშენი გუშინ მორიგე იყო?
-კი, წესით სილას უნსა მოსულიყო ათზე მაგრამ უკვე პირველია და ალბათ რამე საქმე გამოუჩნდა, მან ისიც კი არ იცის, რომ წვეულებაზე მივდივართ.
- არაუშავს, რომ მოვა გაიგებს.
-იცოდე მალე წამოვალთ.
-ხო, აბა რა, მივალთ ლ, იქაურობას ვნახავთ და წამოვალთ, კარგი რააა.
-აბა უნდა დავრჩეთ?
-გავერთობით და წამოვალთ. ესეც ასეე კოსა უკვე გავაკეთე, ნახე რა ლამაზია-სარკეში ჩავიხედე და დავინახე ჩემი მაღალი კოსა, მართლაც ლამაზი იყო.
-ძალიან ლამაზია, მადლობა...
-ახლა მაკიაჟი.
-არა, გთხოვ,ხომ იცი, რომ მაკიაჟს არ ვიკეთებ.
-ნუ მთხოვ, მაინც გაგიკეთებ. ცოტახანში დედაშენი მოვა და ლამაზად უნდა დახვდე.
მაკიაჟის გაკეთებას უფრო დიდი დრო მოანდომა, ვიდრე თმას. როცა ყველაფერი დაასრულა, კარზე კაკუნის  ხმაც გავიგე.
-დედა იქნება გავაღებ-ვთქვი და ქვემოთ ჩავედი.
-ანიი, რაშვებით?
-გამარჯობა ლელა.
-კლერი როგორ ხართ? რა ლამაზები ხართ, სადმე მიდიხართ?
-დიახ, ანი უთხარი.(კლერი)
-დედა, საღამოს წვეულებას მართავენ ჩევნი უნივერსიტეტის მეგობრები და შეიძლება წავიდეთ?
-ჯერ ჩემთვის არ უნდა გეკითხა, რომ გამოწყობილხარ?
-ლელა ის მე გამოვაწყვე, რადგან ვიცოდი, რომ შენ უარს არ იტყოდი.
-კლერი, რადგან მისის შენც იმიტომ გიშვებ, მისი იმედი მაქვს.-დედას კლერი ძალიან უყვარს და მისი იმედი ყოველთვის აქვს.
-კარგი თუ ასეა წავიდეთ.(კლერი)
-უკვე?-(დედა)
-დიახ, წვეულება მალე დაიწყება, ანის მაკიაჟმა ბევრი დრო წაიღო.
-ანი, შენი და სად არის?
-მამამ წაიყვანა, მის დასთან საღამოს მოიყვანს.
-და რატომ არ ვიცოდი?- თქვა ხმამაღალი ტონით.- მეორეჯერ ასეთი რამ აღარ განმეორდეს. მე ყოველთვის უნდა ვიცოდე სად არის შენი და, მე დედა ვარ და ამის უფლება მაქვს. ახლავე დაურეკე მამაშენს და უთხარი რომ შენი და მალე მოიყვანოს. მეორეჯერ ჯერ მეტყვი სად გინდა წასვლა და ჩემგან აიღებ ნებართვას, შემდეგ მოემზადები, იმედია მიხვდი რასაც ვგულისხმობ.
-კი, მივხვდი-კარი გავაღე და გარეთ გავედი.
-ანი, დაიცადე...
-აწინ აღარ წამოგყვები, ეს ბოლო დღეა.
-კარგი, ნუ ბრაზობ, ფეხით წავიდეთ, სახლი ახლოს არის.
  გზას გავუდექით, 5 წუთში უკვე სახლთან ვიყავით მისულები, შიგნით შევედით. მესმოდა მაღალი მუსიკის ხმა, ყველაფერი ალკოჰოლის სუნად ყარდა თავი ცუდად ვიგრძენი, მინდოდა, რომ ახლავე წავსულიყავი აქედან, მაგრამ არ შემეძლო ამ ყველაფერს მხოლოდ კლერის გამო ვაკეთებ.
- გოგოებო, რა კარგია რომ მოხვედით, გელოდებოდით- თქვა ნატალიმ.- წამოდით მისაღებში, ყველანი იქ ვართ და ძალიან კარგად ვერთობით.- მისაღებისკენ წავედი, როგორც კი შევედი, დავინახე, დავინახე ჯიმინი, როგორ იჯდა გოგოს გვერდით და როგორ ქონდა ხელი გადახვეული. მანაც შემომხედა, ჩემი და მისი თვალები ერთმანეთს შეეჯახნენ.
    ეს ის ბიჭი იყო, ჩემი პირველი სიყვარული, თქვენი აზრით რა რეაქცია უნდა მქონდეს? ბიჭი, რომელზეც უზომოდ ვიყავი შეყვარებული წლების შემდეგ გამოჩნდა,  როგორც ვხვდები ახლა მე მის სახლში ვიმყოფები...
_____________
😍

გულცივი (დასრულებული)Where stories live. Discover now