ჩემი დღე დიდი გაუგებრობით დაიწყო. თვალებს ვახელ თუ არა მამას ყვირილი მესმის. ქვემოთ ჩავდივარ და სიტუაციის გაგებას ვცდილობ. მამაჩემი გაცოფებულია მინდა ვკითხო რა მოხდა მაგრამ მეშინია, ამიტომ ჩემს ძმას თვალებით და ხელებით ველაპარაკები. მან ტელეფონი მომაჩეჩა და ცალკე გამიყვანა
- ჰეი რა ხდება აღარ მეტყვი?
- ემილი რა გააკეთე
- რა გავაკეთე ჯიჰუნ?
- თავად ნახე... ტელეფონი შემომაჩეჩა. მეც შევედი სოციალურ ქსელში და ჯობდა არ მენახა. გუშინდელი კლუბის ფოტოები?
- ხო დაიკო.. თან რა პოზებში დგახარ ვიღაცას...
- მოიცა აქ რეები წერია. კომენტარები წავიკითხე...ზოგი წერდა ვაუ რა სექსუალურიაო ზოგი რა ღირს ამ გოგოსთან დროის გატარებაო. ღმერთო ეს რა არის. უკვე ვტიროდი... მე რატომ არაფერი მახსოვს?
მე მამაჩემთან მივედი რომ ამეხსნა.
- მამა გთხოვ მომისმინე... ეს ვიღაცამ მომიწყო გთხოვ...
- გაეთრიე..
- რ..რა ხმა ჩამიწყდა
- რაც გაიგე გაეთრიე აქედან და არ დაგინახო მოსული გაეთრიე უკვე მიყვიროდა და მეც ჩემს ოთახში ავედი ჩავიკეტე და ტირილი დავიწყე... შემდეგ ჩემს დაქალებს დავურეკე მაგრამ არ მპასუხობდნენ. ბარგის ჩალაგება დავიწყე როდესაც კარზე მამაჩემმა დააბრახუნა
- ემილი გააღე კარი... ყვიროდა მე კი ბარგის ჩალაგებას მოვრჩი და კარები გავაღე.
- გამოეთრიე... მან მტევანში ხელი დამავლო და ქვემოთ ჩამაქანა.
- მამა გთხოვ არ გინდა... ნუ მაგდებ გთხოვ
- შეხედე შენს ძმას... ის სამაგალითო შვილია. და შენ შენ შემარცხვინე ყოველთვის მარცხვენდი
- არა მამა ცდები... მე შენ არასდროს შემირცხვენიხარ... რაც თავი მახსოვს სულ ვმუშაობდი რომ თავი გვერჩინა. სწავლა მივატოვე რომ შენი ბინძური მუცელი აგევსო. ჯიჰუნი კი მას არაფერი აინტერესებს. მას ყოველთვის აბედნიერებდი და მე გვერდზე მაგდებდი. არასდროს გიამაყია ჩემით სულ ჯიჰუნს აქებდი.
- როგორ ბედავ და ამას მეუბნები შე კახპა. მამამ სახეზე ხელი გამარტყა.
- ამას მხოლოდ ჩემი ძმის გამო ვაკეთებდი. დედას უკძნასკნელი სურვილი ხომ ჯიჰუნის სწავლა განათლებაზე ზრუნვა იყო. მე მხოლოდ მის სურვილს ვასრულებდი და ავასრულებ კიდევაც.
- გაეთრიე აქედან... თვალით არ დამენახო. სახლიდან გამომაგდო და შუა ქუჩაში ხელი ისევ გამარტყა. უკვე აღარ მაინტერესებდა მამაჩემი. დანაღვლიანებული მივდიოდი, მაგრამ სად მივდიოდი აზრზე არ ვიყავი. ისევ ჩემს დაქალებს დავურეკე და უპასუხეს
- რა გინდა კახპა
- ქეი ასე რატომ ამბობ ჩვენ ხომ დაქ..
- დაქალებივართ არაა? ჰაჰ შეცდი ჩვენ დაქალები არც არასდროს ვყოფილვართ და არც ვიქნებით. მე და ემამ გამოგიყენეთ... ახლა გაიგე? ვირთხა...
მე ტელეფონი გავთიშე და სკამზე დავებერტყე. ტირილი დავიწყე
- ასე რატომ მომექეცით? ... ასეთი რა დავაშავე? რისთვის ვისჯები? მე ხომ ცუდი არაფერი ჩამიდენია. ასე მგონია მთელი სამყარო ჩემი წინააღმდეგია. ისევ ავდექი და ძალა მოვიკრიბე ბანკში შევედი რადგან ჩემი ანგარიშიდან ფული გამომეტანა შემდეგ სასტუმროში წავედი. ძალიან დაღლილი ვიყავი, ტირილისგან თვალები დასიებული მქონდა. მიმღებთან მივედი და ოთახი დავჯავშნე. ჩემოდნების ატანაში ვიღაც ბიჭი დამეხმარა სასტუმროში მუშაობდა. მისი საშვით თუ ვიმსჯელებთ ახალი დაწყებული აქვს მუშაობა. მგონი მინ იუნგი ჰქვია. ჩემს ნომრამდე მივედით, ბიჭი ჩემოდნებს კარებთან მიდებს შემდეგ დამწუხრებული სახით მემშვიდობება და მიდის. ოთახის კარებს ვაღებ და ჩემოდნებიანად მივჯლაგუნდი შიგნით. შემდეგ მოწყვეტით დავებერტყე ლოგინზე და ვერც კი ვიგრძენი როგორ ჩამეძინა.
( მინ იუნგი. შუგა)
სასტუმროში ვიღაც გოგო შემოდის. ოთახს ჯავშნის და მე მითხრეს რომ ჩემოდნების ატანაში უნდა დავხმარებოდი. თვალებზე რომ დავაკვირდი მწვანე თვალები ჰქონდა, მაგრამ ტირილისგან დასიებული და ჩაწითლებული იყო. არ მიყვარს როდესაც გოგოს ასეთ მდგომარეობაში ვხედავ. ლიფტში სიჩუმეა ის გოგო ცდილობს საშვიდან ჩემი სახელი ამოიკითხოს, მაგრამ მე არ ვიმჩნევ რადგან უკვე . ვინც ამ სასტუმროში მოდის ყველას სახელებზე აკვირდებიან და არც მე ვარ გამონაკლისი. გოგონას ჩემოდნებს კარებთან ვდებ და დამწუხრებული ვემშვიდობები ის კი გაკვირვებული სახით მიყურებს. კიდევ კარგი რომ იქაურობას გავეცალე თორემ ალბათ გავსკდებოდი სიცილით. ისეთი საყვარელია როდესაც უცნაურ მიმიკებს აკეთებს. ახ შუგა რეებს ბოდავ ჰაა მიხედე სამსახურს თორემ დარჩები პირში ჩალაგამოვლებული.
( ემილი)
- აუ როდის ჩამეძინა... მშიააა. საათს დავხედე და უკვე საღამო იყო. ოთახიდან გამოვედი და სასტუმროს მისაღებში დავჯექი ისე თითქოს რაღაცაზე ვფიქრობდი. შემდეგ შევამჩნიე ხალხი რომელიც ერთმანეთს რაღაცას ჩურჩულით ეუბნებოდნენ და თან მე მიყურებდნენ.
- რა იყო ყველამ თქვენს საქმეს მიხედეთ... გაისმა ვიღაცის მჭექარე ხმა და ყველა გაიფანტა. მე ყურადღება არ მიმიქცევია და მუსიკების მოსმენა დავიწყე. უცებ მხარზე ხელი ვიგრძენი, უკან მივიხედე და ის ბიჭი იყო ვინც დილით მეხმარებოდა.
- გისმენთ
- უკაცრავად მაგრამ ეს ბიჭი მშიერი მგელივით გიყურებთ და ჯობია თქვენს ოთახი ავიდეთ და კარები ჩაკეტოთ. რომ გავიხედე მართლაც ვიღაც ბიჭი მომშტერებოდა ისე თითქოს უკვე წარმოედგინა მე როგორ ვიცვამდი ტანსაცმელს და თვითონ როგორ ეწეოდა სიგარეტს. ( რა შტერობა ვიბოდიალე ახლა ვითომ)
მე ჩემს ოთახში ავედი და კარები ჩავკეტე, მაგრამ მშიოდა და ამიტომ საჭმელი შევუკვეთე და ვთხოვე ჩემს ოთახში შემოეტანათ. გავიდა ათი წუთი და ჩემი მუცელი უკვე ხმარუობდა. კარზე კაკუნის ხმა გაისმა, მეც გავიქეცი და კარები გავაღე, მაგრამ...
ხალხობავ ეს ფიკი იმედია მოგეწონებათ პირველად ვწერ შუგაზე 😄😄😄 არ მჯერა 😂😂 ვეცდები თავგადასავლებით სავსე და საინტერესო თავები დავდო.
YOU ARE READING
DONT LEAVE ME
Adventureგოგონა სახელად ემილი, გაიცნობს ბიჭს. მათ რამდენიმე რამ აქვთ საერთო. ისინი ერთმანეთს გაუგებენ, მაგრამ მშობლების გადაწყვეტილებით მათ ერთად ყოფნა არ უწერიათ. ვნახოთ რა თავგადასავლებს გვიმზადებს ეს ორი გვრიტი 😊😊