ვყოყმანობდი კარები გამეღო თუ არა.
- გოგონა თქვენი ვახშამი მოვიტანე. გაისმა ქალის ხმა და ამოვისუნთქე კარები გავაღე, მაგრამ ჯობდა არ გამეღო. ქალის გვერდით ის ბიჭი იდგა ვინც მისაღებში მაშტერდებოდა.
- ოოო არ შემცდარვარ ჩემი გოგოც აქ ყოფილააა
- ვინ ხარ... რა გინდა
- მე ვინ ვარ? სერიოზულად... არ გახსოვარ
- რომც მახსოვდე არ გიცნობ და შემეშვი.
ჩვენ ერთად ვიყავით კლუბში, სხვათაშორის კარგად ცეკვავდი ჩემს გვერდით.
- სისულელეა... მომშორდი სანამ დაცვა გამოვიძახე
- ჰაჰ ნუ მაცინებ ნუთუ არ იცი რომ ამ სასტუმროს მფლობელი ვარ?
- არ მაინტერესებს ვინ ხარ. ის ბიჭი მიახლოვდებოდა და ვცდილობდი თავი დამეღწია. მან ჩემზე ძალადობა დააპირა მაგრამ. გაშეშდა და ძირს დაეცა. თავიდან ვუყურებდი როგორ ეგდო ის ბიჭი მაგრამ მერე ზემოთ რომ გავიხედე მინ იუნგი იდგა და ხელში იატაკის ჯოხი ეჭირა.
- რა ქენი ადამიანი მოკალი?
- არა გავთიშე... სწრაფად მოაგროვე შენი ნივთები მივდივართ
- არა მე არ წამოვალ
- კარგი მაშინ თუ გინდა ამ ბიჭთან ერთად იყო არ დაგაძალებ.
- არა არა წამოვალ. ლოგინიდან წამოვხტი და წასასვლელად მოვემზადე. სასტუმროდან რომ გავედით მანქანა დაგვხვდა.
- ერთი წუთით
- რა იყო
- ხომ არ მიტაცებ?
- არა რაში მჭირდება უსარგებლო ადამიანის მოტაცება ჩაჯექი მალე თორემ გაფშხიკა იმ ბიჭმა ფეხები. ბოლო სიტყვაზე გამეცინა. მანქანაში ჩავსხედით მინ იუნგი წინ დაჯდა მე კი უკან. მანქანა დაიძრა და შევამჩნიე საჭესთან მჯდომი ბიჭი უნახავივით როგორ მაშტერდებოდა ხოლმე
- რას მიყურებ გოგოს პირველად ხედავ?
- არა
- ამ რა გქვია? მეკითხება იუნგი
- ემილი... შენ? დააზუსტა მაინც ვკითხე
- ამ მინ იუნგი,
- შუგა ახლა მომიყევი ისევ შარში გაები ხომ ასეა?
- ეს ბლეყვერტიე ვინ არის?
- სიტყვები შეარჩიე...
- ვინ არის და ჩემი ძმაკაცი ჯონქუქი
- და შენ შუგას რატომ გეძახიან?
- იმიტომ ვეძახით რომ სერიოზულია და ტკბილია მგონი ასეა...
- რა დაებლეყვე ახლა ვითომ. წაუტყაპუნა შუგამ თავსი და გამეღიმა.
- და შენ არ გეძახიან შემოკლებულ სახელს? ჩავეძიე
- კი ქუქის მეძახიან.
- არ მეტყვით სად მივდივართ?
- ჩვენს საერთო სახლში. შუგამ დაუბღვირა ქუქის იმის გამო რომ მითხრა.
- შენ ის გოგო არ ხარ სოციალური... მიხვდა რომ უნდა მოეკეტა
- ხოო ის ვარ, მაგრამ ეს ჩამიწყვეს. პირველად ვიყავი კლუბში წასული თან ჩემი უკვე ყოფილი დაქალის დაბადების დღზე. მოიცა ამ ყველაფერს თქვენ რატომ გიყვებით...??
შევამჩნიე რომ ქუქიმ შუგას რაღაცნაირი სახით შეხედა და შუგამ მხარზე ხელი დაადო.
- ამ ჯონქუქ რომ თქვი ვეძახითო კიდევ ვინმე ძმაკაცი გყავთ? ეს რა შეკითხვა დავსვი ახლა ფუი შეგირცხვა ცხვირი ემილი.
- ძმაკაცი არა ძმაკაცები. რომ მივალთ გაიცნობ.
- ანუ მე თქვენთან ვრჩები? ბიჭების გროვაში?
- ხო რა გაგიკვირდა... პირველად ხომ არ ხარ ბიჭთან
- შენ ენას დაიმოკლებ თუ დაგიმოკლო??
- მოვედით... ამ ემილი შენ თუ გინდა აქ დარჩი მაინც გერიდება ამდენ ბიჭებში ყოფნა და....
- ჯონქუქ ზედმეტები ხომ არ მოგდის?
- შენ კიდევ თვიური ხომ არ მოგდის?
- ვაათ 😱😱გამიშვით უნდა მივახრჩო... არ გრცხვენია კრეტინო?
- მე კი არა შენ უნდა გრცხვენოდეს... ეშმაკურად გამიღიმა და გაიქცა.
- ნუ მიაქცევ ყურადღებას ის ყოველთვის ცანცარებს. რატომ არის უხასიათოდ? თან ძალიან სერიოზულია... სახლში შევედით და ბიჭების ყურადღება დავიმსახურე.
- ბიჭებო გაიცანით ეს ემილია... ემილი ესენი ბიჭები არიან. თქვენ იჭორავეთ და მე წავალ დავიძინებ. შუგამ ოთახისკენ გაემართა და რომ აღარ ჩანდა მომაძახა - ნუ გეშინია არ შეგჭამენ...
- აჰაა...
- ემილი მოდი დაჯექი არ გშია?
- ამ კი მადლობა
- შუგას ყურადღება არ მიაქციო ორი დღეა მორიგეა და ეძინება... ნუუ აქამდეც ეძინა მაგრამ...
- ჰოო გავიგე...
- მე ჯინი ვარ ეს ჰობია, ნამჯუნი, ჯიმინი, თეჰიონი დაა ჩვენი ყველაზე პატარა და მოუსვენარი
- ჯონქუქი... ვიცნობ მაგ კლოუნს სანამ მოვიდოდი ტვინს მითოხნიდა...
- კარგი აბა მოგვიყევი ამჯერად შუგამ რა შარში გაგხვია
- აცადეთ გოგოს ამოსუნთქვა, შია ვერ ხედავთ როგორ გვიყურებს? ალბათ ახლა შემწვარი ქათამი ვგონივარ. წამოაყრანტალა ქუქიმ
- მაგაში გეთანხმები მაგრამ ინდაური ჯობია... ბიჭებმა შიშით შემომხედეს
- კარგით ხო ვიხუმრე... მოდუნდით. ჩემი სიმორცხვის და მიუხედავად მაინც ვცდილობდი არ დავბნევულიყავი.
- მოდით ახლა თორემ გაცივდება
- შუგას არ დაუძახებთ?
- გოგონი ის შენი შუგა არ არის მინ იუნგია შენთვის ეს არ უთქვამს? ცხვირ წინ ამიფრიალა ხელები ჯონქუქმა
- არა არ უთქვამს და ხელები დაიმოკლე თორემ მიიღებ.
- კარგი მოვრჩი ყოველთვიურო... აუუ ახლა ამას გავჭყლიტავ და მიასიროვკაში გავატარებ. შემდეგ სარეცხ მანქანაში ჩავდებ და იქამდე გავრეცხავ სანამ ფერი გაუვა და გაცვდება. ფიქრებში ვიყავი გართული, მაგრამ მაინც მესმოდა თეჰიონის და ქუქის საუბარი
- ჰეი ქუქი ეს გოგო ასე უცნაურად რატომ გიყურებს? თითქოს უკვე უნდა გაგასვენოს. ჯონქუქმა შემომხედა და ბოლო ლუკმა ძლივს ჩაყლაპა
- იცი ვის მაგონებს? შუგას...
- უი ხოო... მართალი ხარ.
- დიდხანს უნდა მიყუროთ ისე თითქოს მსოფლიოს საოცრება ნახეთ? ფიქრებიდან გამოვედი.
- ემილი მოგვიყევი შენს შესახებ.
- ამ ჯიმინ მე... არაფერი მაქვს სათქმელი რადგან ყველაფერი დავკარგე და...
- კარგი ბოდიში
- ჰეი ბიჭებო ნახეთ ეს ის გოგო არ არის სოციალურ ქსელში ყველა რომ პოსტავს.... ბიჭებმა თეჰიონს მიგამარშუტკისუკანასკამებ სახეებით შეხედეს. მე კი ამდენ ბიჭებში სირცხვილისგან თავს ვერ ვწევ და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სახეზე ცეცხლი მეკიდოს.
- კი მე ვარ ის გოგო. ძლივს ამოვიღე ხმა... და სადაცაა ტირილს დავიწყებდი როდესაც...

YOU ARE READING
DONT LEAVE ME
Adventureგოგონა სახელად ემილი, გაიცნობს ბიჭს. მათ რამდენიმე რამ აქვთ საერთო. ისინი ერთმანეთს გაუგებენ, მაგრამ მშობლების გადაწყვეტილებით მათ ერთად ყოფნა არ უწერიათ. ვნახოთ რა თავგადასავლებს გვიმზადებს ეს ორი გვრიტი 😊😊