თავი მეათე

822 80 48
                                    

სამივე მისაღებ ოთახში იჯდა. ჯიმინს ხელები ჰქონდა გადაჯვარედინებული, ბოლოს კი აირინს ცივი წყალი მოსთხოვა.

(აირინი)- წყალი მოგიტანე

(ჯიმინი)- ცივია?

(აირინი)- კი, მაგრამ გაცივდები

(ჯიმინი)- ეგ გკითხე?

(აირინი)- არა, მაგრამ ექიმი ვარ და ვიცი

(ჯიმინი)- შემახსენე ვინ ხარ?

(აირინი)- თქვენმა ჯგუფმა დამიჭირა და ახლა აქ ვარ

(ჯიმინი)- ვინც დაგიჭირა იმათთან რატო ცხოვრობ?

შ/ს-მ აირინს თვალებით ანიშნა, რომ ზემოთ ასულიყო და ისიც ასე მოიქცა.

(ჯიმინი)- შენ ვინ ხარ?- ახლა შ/ს-ს ჰკითხა და ჭიქიდან წყალი მთლიანად დალია

(შ/ს)- არ გახსოვარ?

(ჯიმინი)- რატო უნდა მახსოვდე? ძლივს გამოვიქეცი საშინელი ადგილიდან, ვიფიქრე სახლში მოვისვენებთქო, მაგრამ შევედი თუ არა ქალის ნივთები დამხვდა, შენი აზრით როგორ ვიქნები?

(შ/ს)- არაკომფორტული იქნები.

(ჯიმინი)- მერე? აქ რა გინდა? 

შ/ს-მ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ამ დროს ჯინმა კარი გააღო. გაიღიმა და ჯიმინთან მივიდა, შემდეგ კი ჩაეხუტა.

(ჯინი)- როგორ გამოიქეცი შე ლაწირაკო?

(ჯიმინი)- რადგანაც თქვენ ჩემს გამოყვანას არ აპირებდით, მე მივხედე საქმეს.

(ჯინი)- ვაპირებდით შენს გამოყვანას, მაგრამ მოგვიანებით.

(ჯიმინი)- ლოდინში კარგი არ ვარ

(ჯინი)- რას აპირე აგენტ 007ზე? ის უკვე შენს ძებნას დაიწყებს.

(ჯიმინი)- აჰ ,ხო!

(ჯინი)- მოყევი, როგორ გამოიყურებოდა?

ზუსტად ის , რაც შ/ს-ს აინტერესებდა.

(ჯიმინი)- არ მახსოვს

(ჯინი)- როგორ შეგეძლო მსგავსი მომენტის დავიწყება?

საიდუმლო მისია // ჯ.ჯკ  Where stories live. Discover now