სეზონი მეორე - თავი მეჩვიდმეტე (1/2)

365 52 18
                                    

[ოთხი წლის წინ]

(ჯესი)- დაახლოებით ერთი თვე გავიდა რაც მისი მდგომარეობა გამოსწორდა. არ მესმის რატომ ხდება ცუდად

(ექიმი)- რამდენიმე გამოკვლევა ჩავუტარე და ყველაფერი გავარკვიეთ. ის უკვე ორი თვის ორსულია.

ჯესის ყბა ჩამოუვარდა და უცებ იარაღი ამოიტანა.

(ჯესი)- ჩემთან არ იხუმროთ. ეს შეუძლებელია

(ექიმი)- მ-მისს მე არ ვხუმრობ. ვიცი ამნეზია სჭირს, მაგრამ ეს მანამდე მოხდა

ჯესის ის დრო გაახსენდა, როცა შ/ს ჯონგუკთან ერთად ცხოვრობდა. ის სკამზე დაჯდა და ხელები გადაიჯვარედინა

(ჯესი)- გააგრძელე

(ექიმი)- არ ვიცი ეს ბავშვი როგორ გადარჩა. შ/ს ნარკოტიკების დამოკიდებულების ქვეშ იყო, სროლის დროს დიდი რაოდენობით სისიხლი დაკარგა. ეს ნამდვილად საოცრებაა

(ჯესი)- აბორტი შეიძლება ამ პერიოდს?

ზუსტად ამ დროს კარი გაიღო და ოთახში შ/ს შემოვიდა

(შ/ს)- ექიმო დაგვტოვეთ!

კაცი ფეხზე ადგა და თავდახრილმა დატოვა იქაურობა. თითქოს ერთი სული ქონდა, როდის მოშორდებოდა იქაურობას

(შ/ს)- ბავშვს ვიტოვებ

(ჯესი)- საერთოდ იცი რა პასუხისმგებლობას იღებ?

(შ/ს)- მე ზედმეტად სერიოზულად ვარ განწყობილი ამ დაჯგუფების მიმართ, თუ მემკვიდრეს მივიღებ ასე მარტივად რა არის ამაში ცუდი?

(ჯესი)- არ გაინტერესებს ვინაა მამა?

(შ/ს)- ის გავლენიანი პირი ,რომ ყოფილიყო ამ დროის მანძილზე მე მიპოვიდა.

(ჯესი)- მაშინ რას იტყვი ბავშვის აღზრდაზე?

(შ/ს)- მას ავღზრდი

ჯესი ვერ ხვდებოდა ბედნიერი ყოფილიყო თუ არა ამ ამბით. უკვე რამდენიმე კვირა გავიდა და შ/ს ისე იქცეოდა როგორც ნამდვილ უფროსს შეშვენის

საიდუმლო მისია // ჯ.ჯკ  Onde histórias criam vida. Descubra agora