The One With Shocked face

1.9K 112 44
                                    


2

თვალებდახუჭული ვიჯექი საწოლზე და წარმოდგენა არ მქონდა რას ვაკეთებდი. სახლში ჯერ კიდევ მარტო ვიყავი, რაც უაღრესად მახარებდა, ამას ისიც ემატებოდა რომ შაბათი იყო და არაფერი მქონდა გასაკეთებელი.
რა თქმა უნდა სამეცადინო მქონდა მაგრამ თვითონაც ვიცოდი რომ ბოლო წუთებამდე არაფერს გავაკეთებდი, ასე რომ მშვიდად ვიყავი.
არ ვიცი უკვე მერამდენედ ვუსმენდი ერთსა და იმავე სიმღერას, გაუჩერებლად, მხოლოდ იმიტომ რომ ფარულად მახსენებდა რაღაც ისეთს, რაც ზედმეტად ახლოს იყო ჩემთან.

რაც სახლში დავბრუნდი, მას შემდეგ მომხდარზე ვფიქრობ და გონებიდან ვერ ვიშლი ელენას ღიმილს და იმ სცენას როცა დასამშვიდობებლად მაკოცა. ყოველთვის ვიცოდი რომ ცოტა უცნაური იყო, მისი პროფილი რამდენჯერმე დავათვალიერე და ისეთი ვერაფერი ვნახე რაც მაფიქრებინებდა რომ ჩვეულებრივი გოგო იყო. მისი ჩაცმულობაც კი განსხვავებული იყო, ერთი შეხედვით ვერც კი გაარჩევდით რომ გოგოა და შემიძლია დავიფიცო რომ ის მაისური რომელიც დღეს ეცვა, რამდენიმე დღის წინ ბიჭების სექციაში ვნახე. ჯანდაბა, ჩემი გონება ახლა გადაიწვება.

ამოვიოხრე და საწოლზე გავწექი, ჩემი საყვარელი, ფუმფულა პინგვინი ჩავიხუტე და ლეპტოპს შევხედე, რომელიც უკვე დაღლილი მეჩვენებოდა. თუმცა, ის იყო უმოქმედობის გამო უნდა ჩამქრალიყო, რომ შეტყობინების გამო კვლავ განათდა.
ამოვიოხრე და ლეპტოპი ჩემკენ დავქაჩე, მერე კი სკაიპი გავხსენი.

'ჰეი'

ოჰ დილანი. სიკვდილამდე მეზარებოდა წერა, მაგრამ როგორ გინდა წერილზე არ უპასუხო საუკეთესო მეგობარს, რომელიც საშინლად ბუტიაა.

'ჰეი' -სწრაფად ვუპასუხე და როგორც იქნა შევძელი და სიმღერა შევცვალე.

'სახლში ხარ?'

'კი. მარტო.'

'დაგირეკავ.'

'თუ შენი გამოსირებული ოთახის მეზობელი მანდაა, მაშინ არ დამირეკო. ხომ იცი ვერ ვიტან.'

Delicious Sin    |COMPLETED|Where stories live. Discover now