17სახლში ვიყავი ჩემს პატარა ბიძაშვილთან ერთად მარტო და სერიოზულად მეწყებოდა მენტალური შლა. ვერაფერს ვაკეთებდი იმის გარდა რომ მის გარშემო ვყოფილიყავი და ყურადღება მიმექცია არაფერი რომ გაეფუჭებინა. რაც რა თქმა უნდა არ გამომდიოდა იმიტომ რომ ელენას ვწერდი და ზუსტად ამ წამებში ასწრებდა ყველაფრის გტეხვას ან მარკერით გადღაბვნას. ხმასაც არ მცემდა, უბრალოდ დებილივით მიღიმოდა როცა ვთხოვდი ჩემი სახელი თქვი-მეთქი. მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როცა ტანსაცმლის სარჭები დავუყარე. ზედმეტად უყვარს.
სანამ ეს შტერუკელა თავისთვის ერთობოდა მისთვის დატოვებული წვნიანი დავდგი გზაქურაზე რომ გაცხელებულიყო და აფეთქებულ მობილურს მივუბრუნდი.
იმდენი კითხვა მომაყარა რომ პასუხის გაცემას მერჩივნა დამერეკა, თუმცა ესეც დამასწრო და ბოლო წამს მისი ზარი შემოვიდა.
-ჰეი,-ხმადაბლა ვუთხარი და მისაღებში დავბრუნდი.
-რას აკეთებ?
-ისეთს არაფერს.-მხრები ავიჩეჩე თითქოს დამინახავდა და თავი დავხარე რომ ჩემკენ გამოსროლილი სარჭი ამეცილებინა, მერე კი თვალები დავაბრიალე.
-არ გინდა სადმე გავისეირნოთ?
-არამგონია, ვერ მოვახერხებ, იქნებ შენ მოხვიდე ჩემთან?
-ხომ თქვი არაფერს ვაკეთებო?
-მე ვთქვი ისეთს არაფერს მეთქი, მაგრამ მაინც ვერ მოვახერხებ. მოდი რა გთხოვ..
-მოვალ მაგრამ შენთვის უკეთესი თუ კარგი მიზეზი გექნება.
-მადლობა. შეგიძლია საბავშვო ნაყინი წამომიღო? სათამაშო რომ მოჰყვება ისეთი.
-შეგახსენო რამდენი წლის ხარ?-მკითხა. თვალწინ დამიდგა როგორ აქაჩა ორივე წარბი მაღლა.
-ნუ ბოდავ, წამომიღე, ოღონდ გოგოსი.
-ჩემი შეყვარებული ბავშვობაში ჩარჩა.-ჩაიბურტყუნა და ისე გამითიშა აღარაფერი უთქვამს.ამოვიოხრე და წამოვდექი, მობილური იქვე მივაგდე და ლილის გავხედე რომელსაც უკვე შეესწავლა ჩემი ყველა ქმედება.
-იცოდე ხელი არ ახლო თორემ იმ ნაყინს მართლა მე შევჭამ!-გავაფრთხილე, თითქოს ესმოდეს რას ვეუბნები ან რომელ ნაყინზე იყო საუბარი. თვალები დაახამხამა და წარბები ისე შეკრა თითქოს რაღაც უცნაურს უყურებდა. ეს ბავვსი გადამრევს.
![](https://img.wattpad.com/cover/180692921-288-k288041.jpg)
YOU ARE READING
Delicious Sin |COMPLETED|
FanfictionThere is no sweeter innocence than our gentle sin