13მარტის თვე სწრაფად მიილია, თითქმის აპრილიც, მაგრამ მაინც გამანადგურებელი იყო ყოველი დღე. ზედმეტად არეული და გაფანტული ვიყავი, ისე დავდიოდი თითქოს ჩემგან მხოლოდ სხეული იყო დარჩენილი და სულის მაგივრად ქარი მქონდა რომელიც სიარულს მაიძულებდა. საინტერესო თითქმის არაფერი მომხდარა, თუმცა რა თქმა უნდა იყო რაღეცები რაც მახალისებდა და გონზე მოვყავდი.
ჩემი და ელენას ურთიერთობა დღითი დღე უკეთესი ხდებოდა, თუმცა ბზარის მაგვარი რაღაც ჯერ კიდევ იყო ჩვენს ურთიერთობაში რომელიც ვერაფრით შევავსეთ, არა იმიტომ რომ არ ვცდილობდით, უბრალოდ საშუალება არ გვქონდა რომ ერთმანეთს დავყრდნობოდით რაღაც მომენტებში.რაც უფრო ხშირად ვხედავდი მას, მით უფრო მეტად მიზიდავდა და იმავე დროს მით უფრო მეტ კითხვას მიჩენდა. მინდოდა მთელი ჩემი ცნობისმოყვარეობა დამეკმაყოფილებინა, მაგრამ როგორც კი ზედმეტად ჩავეკითხებოდი, ისე იბნეოდა და ისეთ მზერას იღებდა რომ უკან ვიხევდი და აღარ ვუწუხებდი გულს, ის კი ერთ დიდ ამოცანად რჩებოდა ჩემთვის.
ვგრძნობდი რომ რაღაც რთული და საშინელი ჰქონდა გამოვლილი. ისეთი სტრესი და ტრამვა ედო მხრებზე რომ სულელი უნდა ყოფილიყავი რომ ვერ შეგემჩნია. ქცევებშიც კი ეტყობოდა, ზოგჯერ საუბრისას უცებ ჩერდება და სუნთქვას წყვეტს რამდენიმე წამით, სადღაც უსასრულობაში იხედება და როცა ვეკითხები რა სჭირს, უხერხულად მიღიმის და თემას ცვლის.თებერვლის შუა რიცხვებიდან გვაქვს ურთიერთობა და დღემდე, როცა ორ თვეზე მეტი გავიდა, ჯერ არც ერთს გვითქვამს ერთმანეთისთვის ჩვენი გრძნობების შესახებ. ყოველ დღე დილანი მეუბნება რომ პირველი ნაბიჯი მე გადავდგა, თუმცა ვერ ვბედავ. არა იმიტომ რომ უარყოფის მეშინია.. სისულელეა ვიფიქრო რომ არ ვუყვარვარ როცა გაბრწყინებული თვალებით მიყურებს და ჩემზე ზრუნავს, უბრალოდ არ ვიცი რა ხდება, არ ვიცი რატომ ვიკავებთ თავს.
მახსოვს ერთხელ კეტრინმაც ახსენა ჩემთან რომ იმის გამო წავიდა ამხელა დათმობაზე რაც ელენამ გადაიტანა. ოჰ რა, კითხვები მჭამს.
![](https://img.wattpad.com/cover/180692921-288-k288041.jpg)