18ოთახში რომ შევედი, დედას ჩემი მობილური ეჭირა და თვალებმოჭუტული უყურებდა ეკრანს, თითებს ნელა ასრიალებდა და გულდასმით კითხულობდა.
გული შემიქანდა. რა უნდა წაეკითხა? თითქმის ყველა სოციალური ქსელის შეტყობინება დაფარული მაქვს მანამ სანამ არ განვბლოკავ.. საშიში რა უნდა ენახა?!
-ამიხსნი ეს ვინ არის ან.. ან რას გწერს?-ხმამაღლა მეკითხება და მობილურს უხეშად მიწვდის.
შეშინებული ვიწევ მისკენ და მობილურს ნელა ვართმევ. მთელი სხეული ამიკანკალდა მანამ სანამ მობილურს დავხედე. დარმწუნებული ვარ შიშისგან ფერიც დავკარგე.
უმიზეზოდ არა.
ნომერზე გამოგზავნილო შეტყობინებები არასდროს დამიფარავს. ანუ დავიღუპე.
MESSAGES
Kitten
პატარავ უკვე მენატრებიიიმგონი.. ჰო.
ისეთი მზერით მიყურებდა რომ ზუსტად ვიცოდი ჩემი ყველა ქცევა ამ ბოლო თვეებში რაც უცნაურად ეჩვენა თავიდან ბოლომდე შეათვალიერა გონებაში. შეგრძნება გამიჩნდა რომ რენტგენი ჩამიტარა.
საშინელი გრძნობა დამეუფლა. ვგრძნობდი როგორ მითრთოდა აღელვებისგან ყველაფერი და გული ისე დამიმძიმდა რომ მეგონა ცოტაც და წავიქცეოდი. საკუთარ თავს ვწყევლიდი იმის გამო რომ შეტყობინებები არ დავმალე.-ჩემი მეგობარია,-როგორც იქნა ხმა ამოვიღე და მობილური ჯიბეში ჩავიდე, თუმცა რა თქმა უნდა არ დამიჯერეა და იმ მზერით მომაშტერდა რომელიც ყველაზე მეტად მეზიზღება.
-ვის ატყუებ ადელ, დედაშენს?-ირონიანარევი ხმით მკითხა.
-არ გატყუებ! ჩემი მეგობარია და უბრალოდ მწერს რომ მოვენატრე, არ შეიძლება?!
-რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ თვითონ ვერ ხვდები რომ ასეთი ფორმით არა?
-პატარას თუ მეძახის ეგ რაიმეს ნიშნავს?
-ნიშნავს!-დამიყვირა.-შენი აზრით არ გიცნობ? არ ვიცი როგორი ჩაკეტილი ხარ? არ ვიცი რომ ყველა მეგობარს ასეთი სიტყვებით არ წერ?
-შენ რა იცი მე რას ვაკეთებ?-უხეშად ვკითხე, რის გამოც ისედაც გაფართოებული თვალები უფრო წამოენთო.
-აქამდე უბრალოდ გენდობოდი, მაგრამ ახლა..
-ახლა რა დედა, რა? ჩვიდმეტი წლის ვხდები და ამ ასაკს ისე მოვაღწიე რომ ჩემ შესახებ ერთი შენიშნვნაც არ მოგისმენია, შენი სურვილით დავდიოდი ცეკვაზეც და მუსიკალურ სკოლაში, შენი დაჟინებით ვიყავი და ვარ წარჩინებული მოსწავლე, ისე ვცხოვრობ როგორც შენ გინდა და კიდევ შენ ფიქრობ იმაზე მენდო თუ არა? შენი აზრით მე არ მინდა ისე ვიცხოვრო როგორც სხვა ბავშვები, თუნდაც ჩემი მეგობრები ცხოვრობენ? მუდამ პანიკაში ხარ და უკვე ყელშია ეს!
-როგორი ცხოვრება გინდა ადელ? დღე და ღამ გარეთ ყოფნა გინდა? უპატრონისავით აქეთ-იქით წოწიალი?
-თავისუფლება მინდა დედა! მეგობრებთან ერთად ყოფნისას გართობა მინდა და არა ყოველ ხუთ წუთში იმის მოსმენა რომ სახლში მალე დავბრუნდე! სხვას არასდროს არავინ ურეკავს, ყოველთვის მე ვარ ის ვინც პირველი მოდის სახლში! შეყვარებულის ყოლის სურვილს მიკარგავ, სხვებზე ლაპარაკობ როცა ჩახუტებულებს ნახავ და წარმომიდგენია მე რომ ვიყო რას გააკეთებ. შენ ხარ ის ერთადერთი ვინც მხდის ჩაკეტილს!
-შენ ყველა არ ხარ, ადელ!
-არც მინდა რომ ვიყო, მაგრამ საშუალებას არ მაძლევ ის ვიყო ვინც სინამდვილეში ვარ!
-ადელ!
-აი ხომ ხედავ, პირველად შეგეწინააღმდეგე და იმის მაგივრად რომ მომისმინო, უაზროდ ყვირი. შენი მოსწავლე არ ვარ!
-ჩემი შვილი ხარ!
-შვილი ვარ და არა კალამი ან ნივთი!
-ისეთ ცხოვრებას, როგორიც შენ გინდა მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგ თუ მიიღებ. საშუალებას არ მოგცემ ოჯახი შეარცხვინო!
-გავიგე. გასაგებია. რა გინდა? რას ითხოვ ჩემგან?
-შეცდომა არ დაუშვა ადელ,-დამშვიდებულმა მითხრა და მზერა გამისწორა.-არ მინდა რომ მერე რომ განანო.
-გასაგებია.-მშრალად ვუთხარი და ოთახისკენ წავედი, აღარ მიმოქცევია ყურადღება.
-ადელ..-ხმადაბლა მითხრა სანამ კარს დავხურავდი.-არ გამანადგურო. ისეთი არაფერი გააკეთო რომ გავნადგურდე.
YOU ARE READING
Delicious Sin |COMPLETED|
FanfictionThere is no sweeter innocence than our gentle sin