The One Where We Became The 4AM Version Of People

1.4K 98 45
                                    


12

-გიყურებ და გეფიცები ვერ ვხვდები როგორ შეიძლება შენ, ასეთი უცოდველი გამომეტყველების პატრონი, წუთების წინ ჩემს ფეხებშორის ყოფილიყავი. -ხმადაბლა ამბობს და თითქოს ძალიან შეფიქრიანებულ მზერას იღებს.
-ჰო, აი ასეთი საოცარი ვარ.-ვიცინი და თითებზე ვეთამაშები, სანამ ის ცდილობს შემათვალიეროს და იმ გარყვნილ არსებას შემადაროს რომელიც ჩემში სახლობს.
-არადა ანგელოზი მეგონე.-ცოტა არ იყოს და დიდ განცხადებას აკეთებს.
-ანგელოზი ვეღარ ვიქნები შენი ცოდვილი ტუჩების გასინჯვის შემდეგ.-გავუღიმე და თითები ლოყებზე გადავატარე სანამ ის მაინც ეჭვის თვალებით მიყურებს.
-ძალიან მომწონს.-მეუბნება უეცრად და ჩემს ხელს იჭერს.
-რა მოგწონს?
-ის რომ ასეთი ხარ.. იმას ვგულისხმობ რომ ყოველთვის სიტუაციას ერგები, ზოგადად მორცხვი და საყვარელი ხარ, ისეთი როგორთანაც დროის გატარება, გულის გადაშლა და გართობა მოგინდება, მაგრამ ბურთი რომ შემოტრიალდება შენს მეორე მეს აჩვენებ, ვისთანაც სიამოვნებით დაწვებოდი.
-ახლა თავში ამივარდება..-ტუჩებს ვმუწავ რომ არ გამეცინოს, თვითონ კი თვალებს ატრიალებს და ჩემკენ იწევს რომ მაკოცოს.

-წავალ ვიბანავებ.-ხმადაბლა ამოილაპარაკა და ჯერ კიდევ ჩემს ტუჩებზე მივჯენილმა ამოიოხრა, მერე კი ფეხზე წამოდგა,-არ მოიწყინო, ათ წუთში დავბრუნდები.

მართლაც ათი წუთი დასჭირდა ბანაობისთვის, მე კი ეს დრო დივანზე ვიჯექი და უაზროდ ვსქროლავდი, საქმე მაინც არაფერი მქონდა. პირსახოცშემოხვეული, სველი გამოვარდა სააბაზანოდან და ხმაურიანად ატყაპუნდა იატაკზე. უკან გავყევი როცა თავისი ოთახისკენ წავიდა და საწოლზე დავჯექი. არ შემწინააღმდეგებია, პირსახოცი მოიშორა და გამშრალება დაიწყო, მერე კი კარადა გამოაღო და პატარა უჯრიდან საცვლები გამოიღო. არც გამიკვირდა შავი ფერის რომ აირჩია და სწრაფად ჩაიცვა. წვეთები კიდევ ჰქონდა სხეულზე მაგრამ არც უდარდია ისე გადაიცვა ჯერ ბრეტელებიანი მაისური, მერე ნაცრისფერი ჰუდი და ამოიოხრა.

Delicious Sin    |COMPLETED|Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon