The One With Devil's Smile

1.6K 109 90
                                    

4

ალბათ არც გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ ჩემი დარწმუნება ძალიან მალე შეძლო და რამდენიმე წუთში მისი სახლისკენ სწრაფი ნაბიჯებით მიმათრევდა, იმიტომ რომ სციოდა და მეც არ ვეწინააღმდეგებოდი, თანაც,
სწრფად სიარული ჩემი საქმე ნამდვილად არაა და ნერვებმა უმტყუნეს იმის გამო რომ სულ უკან იხედებოდა.

სადარბაზოში შესვლისთანავე, გაგვიმართლა და ლიფტიდან ვიღაც გამოვიდა, ასე რომ სწრაფად მივვარდით რომ სხვას არ დაესწრო და ლიფტში შემათრია. აი მერე კი დამშვიდდა და გამიღიმა. როგორც კი კარი დაიხურა, იმ ღილაკს დააჭირა თითი რომელსაც 5 ეწერა და ლიფტიც დაიძრა. მეც მაშინვე დამეუფლა საზიზღარი შეგრძნება. ვერ ვიტან ლიფტებს.

ცოტა არ იყოს მღელვარება ვიგრძენი, არ ვიცი რატომ, თუმცა მგონი ვეჩვევი, როცა მასთან ვარ თავს ყოველთვის უცნაურად ვგრძნობ და ახლა, იმის გაფიქრებაც რომ შეიძლებოდა  სახლში, მასთან ერთად, სრულიად მარტო ვყოფილიყავი, გულს მიჩქარებდა.

ლიფტიდან გამოვედით თუ არა მარჯვნივ შეუხვია და პირველივე შავი ფერის კარს გასაღები მოარგო, ორჯერ გადაატრიალა და სწრაფად შეაღო.
-კეთილი იყოს შენი ფეხი..-მოფლირტავე ღიმილით მითხრა
და თვალი ჩამიკრა. კარგი. ეს რაღაც აპოკალიფსურია.

ვერ ვიტყვი რომ მისი ბინა ისე გამოიყურებოდა როგორც ველოდი, რადგან მისი ხასიათის და რაღაც-რაღაცების გამო რატომღაც წარმომედგინა რომ თითქმის ყველაფერი შავი ან ნაცრისფერი იქნებოდა, ბნელი და ისეთივე უცნაური როგორიც თვითონ არის, თუმცა მოდი თვითონვე ვაღიარებ რომ სულელური ფიქრები იყო.

ძალიან საყვარელი, სადა სახლი იყო, ჩემს ბინას გავდა თუმცა ზომით ალბათ ორჯერ უფრო დიდი. ღია ფერებში იყო გაწყობილი, ყველაფერი თითქმის ოქროსფერი, თეთრი ან კრემისფერი იყო და ძალიან კარგად გამოიყურებოდა.
პატარა შემოსასვლელი ოთახიდან პირდაპირ უზარმაზარ მისაღებში შევედით რომელიც საშუალო ზომის სამზარეულოს უერთდებოდა. სამზარეულოს მისაღებისგან ბარის ტიპის მაგიდა გამოჰყოფდა. მისაღებ ოთახს უზარმაზარი ფანჯარა ამშვენებდა, რომელიც საკმაოდ მიმზიდველ ხედს გადაჰყურებდა.
საერთო ჯამში, ნამდვილად მომეწონა ის ნაწილი რაც ვნახე.

Delicious Sin    |COMPLETED|Where stories live. Discover now