5დაახლოებით ხუთის ნახევარი იქნებოდა როცა ელენას სახლიდან წამოვედი. უფრო სწორად, როცა წამოვედით. დაიჟინა რომ უნდა გავეცილებინე და ყველანაირი მცდელობის მიუხედავად ვერ გადავაფიქრებინე. სიმართლე გითხრათ, დიდად არ მიცდია მისი გადარწმუნება, რატომღაც მომწონდა მასთან სიახლოვე და მინდოდა ცოტა ხნით კიდევ გაგრძელებულიყო, თითქოს იგრძნო კიდეც იმიტომ რომ ჩემი ჯგუფის შესვლამდე ჩემს გვერდით იყო და მხოლოდ მას შემდეგ წავიდა.
გამომშვიდობებისას, ისე როგორც პირველ ჯერზე, ძალიან მშვიდად, ახლოს მოიწია და თავისი ნაზი ტუჩები ლოყაზე მომაწება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ალბათ ის იყო რომ მისი ტუჩები წინა კოცნისგან განსხვავებით, უფრო დაბლა, ჩემს ტუჩებთან ზედმეტად ახლოს იყო.
მაშინვე უკვე ნაცნობმა ჟრუანტელმა დამიარა და სუნთქვა წამიერად შემეკრა, თავი ვერ შევიკავე და თვალები მიმენაბა. ღმერთო, ამ გოგოს ზემოქმედება ბოლოს მომიღებს! მიუხედავად იმისა რომ კოცნა რამდენიმე წამით გაგრძელდა და ტუჩები მალევე მომაშორა, ცოტა ხნით ჩემს სახესთან ახლოს, ოდნავ გადმოხრილი გაჩერდა, თითქოს ყოყმანობდა, მისი ცხელი სუნთქვა კი კისერზე მელამუნებოდა და ისედაც გადარეულ გულს სულ უფრო მიჩქარებდა.
ბოლოს, ჩვეული ცალყბა ღიმილი აიკრო სახეზე და მანამ არ წავიდა, სანამ გაკვეთილზე არ შევედი.*
რვა საათი იყო როცა სახლში მივედი. ისე ვიყავი დაღლილი რომ ფეხსაცმელების გახდის შემდეგ ძლივს დავიხარე რომ კარადაში შემეწყო. ქურთუკი გავიხადე და იქვე ჩამოვკიდე, მერე კი ჩანთით ხელში წავედი მისაღებისკენ.
წარბები მაღლა ავზიდე როცა ოთახის შუაში დაყრილი ჩემოდანი და ჩანთები შევამჩნიე.-რა ხდება?-სწრაფად ვიკითხე და ჩემს უკან კარი დავხურე, სანამ დამიყვირებდნენ რომ გამათბობელი იყო ჩართული.
-ხვალ დილით მივფრინავ ვენესუელაში.-მპასუხობს მამა და ფეხზე დგება, თან თავის პასპორტებს ამოწმებს, დიდი ალბათობით იმიტომ რომ ვადაგასულები გადაარჩიოს.
-კონტრაქტი დაგიმტკიცეს?-სწრაფად ვკითხულობ და დივანზე მოწყვეტით ვჯდები.
-ჰო,-თავის ქნევით მეუბნება.-6 თვიანი. აგვისტოს ბოლოს ჩამოვალ.
-ოჰ..-მხოლოდ ამას ვბუტბუტებ, ფეხზე ვდგები და ითახში გავდივარ. ტანსაცმლის გამოცვლაც მეზარებოდა, ასე რომ პირდაპირ პიჟამა ჩავიცვი, მიუხედავად იმისა რომ დარწმუნებული ვიყავი დედა მეჩხუბებოდა. ყოველთვის მეუბნება რომ ასე ჩაცმული ახალ ნამშობიარებ ქალს ვგავარ, მაგრამ არაუშავს, როგორღაც ავიტან.
KAMU SEDANG MEMBACA
Delicious Sin |COMPLETED|
Fiksi PenggemarThere is no sweeter innocence than our gentle sin