PROLOGUE

7.1K 177 52
                                    


'And I love her'

მის დიდრონ ნაცრისფერ თვალებს მივჩერებივარ და ხმას არ ვიღებ, როგორც უმეტეს შემთხვევაში მასთან ყოფნისას. ისე მაბნევს საუბრის ძალა და საშუალება მეკარგება. ჩემი დაბნეული მზერის გამო, სახეზე პატარა ღიმილი უჩნდება და ტუჩის კუთხეს საყვარლად სწევს მაღლა. ვამჩნევ როგორ მათვალიერებს კიდევ ერთხელ და ბოლოს მზერას მისწორებს.

-როგორ ფიქრობ..-ოდნავ ხრიწიანი ხმით მეკითხება და ცივი თითების ბალიშებს ფეხზე ფრთხილად მატარებს, თან ცდილობს ქვედაბოლო რომელიც მჭიდროდ მადგას სხეულზე, მაღლა ასწიოს, სულ არ აინტერესებს ის რომ გარშემო ხალხია.-ჩვენს წყვილს ან ურთიერთობას რომელი სიმღერა შეეფერება?

ჰმ. ისეთივე უცნაური კითხვა დამისვა, როგორიც თვითონაა.

-ამაზე არასდროს მიფიქრია.-ვაღიარებ.-რთული კითხვაა.

-იფიქრე, დრო გაქვს.-კვლავ მიღიმის. მაგიდიდან სიგარეტს იღებს და მანამ უკიდებს სანამ შევეწინააღმდეგებოდე და წუწუნს დავიწყებდე, მერე კი თავის მიმზიდველ ტუჩებს შორის იქცევს.

ჯანდაბა როგორ ვერ ვიტან როცა ეწევა, მაგრამ თან როგორ მომწონს! პირდაპირ სუნთქვას მიკრავს ყოველ ჯერზე და მნიშვნელობა არ აქვს როგორ ამეწყვება ფილტვები მის გამო, მაინც მინდა რომ დაუსრულებლად ვუყურო როგორ ხვევს ვარდისფერ ტუჩებს, როგორ ხუჭავს თვალებს რომ სრულად შეიგრძნოს და ბოლოს როგორ გამობურცავს ისევ ამ ლამაზ ტუჩებს და კვამლს გამოუშვებს. აჰ.

Delicious Sin    |COMPLETED|Where stories live. Discover now