მგზავრობის დროს მეტი აღარ გვისაუბრია . ვულვერჰემპტონი არც ისე შორს არის ლონდონიდან ამიტომაც დიდი გზა არც გვქონდა დარჩენილი .
ცოტახანში ლიამმა მანქანა დედაჩემის სახლის წინ გაჩერა , ჩემს ძველ სახლს შევხედე რომელიც 6 წელია არ მინახავს
- კარგი გრძნობაა დაბრუნება ?- მკითხა ლიამმა
- არც ისე - ვეუბნები და ღვედს ვიხსნი - საბარგულიდან ჩემი ნივთები უნდა ავიღო
- დახმარება გჭირდება ?- მკითხა ლიამმა
- არა მხოლოდ პატრა ჩანთა - ვუთხარი ლიამს და მანქანიდან გადმოვედი .
საბარგული გავაღე და ჩემი ჩანთა გამოვიტანე . შემდეგ წინა სარკესთან დავუბრუნდი .
- მადლობა რომ მომიყვანე და ასევე საჩუქრისთვის - ვუთხარი ლიამს ღიმილით
- არაფრის ლიზა - მითხრა ღიმილით - ხვალ საღამოს გამოგივლი და ერთად დავბრუნდეთ უკან , კარგი ?
- კარგი - ვეუბნები ლიამს - ნახვამდის
ნელი ნაბიჯებით სახლისკენ მიმივდივარ
- ლიზა მოიცადე - მესმის ლიამის ხმა მანქანიდან , მისკენ ვტრიალდები
- დაბადების დღეს გილოცავ - მეუბნება კიდევ ერთხელ
- ხომ მომილოცე უკვე დილით ?
- ხომ მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა მთქევა - მითხრა ლიამმა ღიმილით
სახლში იქამდე არ შევსულვარ სანამ ლიამმა მანქანა არ დაძრა და თვალს არ მიეფარა.
სახლის აივანზე ავედი და კარზე ზარი დავრეკე , კარი დედამ გაღო .
- დააგივანე - მითხრა როცა დამინახა
- სულ რაღაც ხუთი წუთით - ვუთხარი თვალების ტრიალით - და არ არის რამე ისეთი რაც უნდა მითხრა ამის გარდა ?
- ხო , ბოდიში - მებუბნება დედა და სახლში მიშვებს - დაბადების დღეს გილოცავ, საყვარელო
YOU ARE READING
Flatmate (H.S)
Fanficლიზას ოცნება იყო ემოგზაურა დედამიწის გარშემო . 18 წლის ლიზა ისრულებს მის ოცნებას. ის მის კარიერას მოგზაურობა ამჯობინებს მაგრამ, ერთი შეცდომა მის მთელი ცხოვრებას ცვლის და მისი ცხოვრების სიყვარულს აპოვნინებს .