7.თავი

1K 67 4
                                    

უკვე 24 აპრილი ახლოვდება რაც ჩემი დაბადების დღის მოახლოებას ნიშნავს მაგრამ ჯერ დედაჩემისთვის კიდევ არ მითქვამს რომ ლონდონში ვარ , ამ ყველაფერს ისიც ემატება , რომ ბავშვის მამისთვისაც არ მითქვამს , რომ მალე შვილი ეყოლება და წარმოდგენა არ მაქვს ეს როგორ უნდა გავაკეთო.

მაგრამ ამასობაში შვილად აყვანის საგენტოში მივედი და შემდეგ კვირას შეხვედრა დავნიშნე აგენტთან.

უკვე ორი კვირა გავიდა რაც სამსახური დავიწყე,  შემიყვარდა აქაურობა და მეგობარიც გავიჩინე ქლოი რომელიც ძალიან მაგარი გოგოა.

- შენთან ვიღაც არის მოსული - მეუბნება ქლოი როცა სააბაზანოდან გამოვდივარ .

- ვინ ?- წარბებს მაღლა ვწევ

- მწვანე თვალები , ყავისფერი თმები , საყვარელი ჩაღრმავებები ლოყაზე- ამბობს და თან ძალიან დიდზე იღიმის

- ჰარი - ვამბობ გაოცებული

- ჰარი , ჰაჰ ? - ამბობს წარბების თამაშით

- მოკეტე - ვამბობ თვალების ტრიალეით და ქლოის ვცილდები იმისთვის, რომ დავინახო მართლა ჰარია თუ არა . როცა მაგიდასთან მართლა ჰარის ვხედავ ყურებამდე ვიღიმი.

ჰარი ფანჯარასთან მდგარი მაგიდასთან ზის , მასთან ნელი ნაბიჯებით მივდივარ.

- ჰეი - ვეუბნები ღიმილით

- ჰი - ისიც მიღიმის , და მის ჩაღრმავებებს ვამჩნევ ლოყაზე

- აქ რას აკეთებ?- ვკითხე ღიმილით

- ხომ გითხარი მოვალ მეთქი - ამბობს ჰარი

- მიხარია რომ ასე მოიქეცი - ვამბობ დებილური ღიმილით.

- მეც ასევე - ჰარიც მიღიმის

რამდენიმე წამით მის თვალებს ვაშტერდები და აზრზსაც ვკარგავ, მაგრამ მალევე მოვდივარ აზრზე და ჰარის ვეკითხები.

- რას მირთმევა ? ეს ნადრევი ლანჩია და გვიანი საუზმე?- ვეკითხები მას როცა საათზე ვიხედები და ვნახე , რომ 11 საათია

Flatmate (H.S)Where stories live. Discover now