14.თავი

923 63 5
                                    

შეიძლება უკვე ითქვას რომ  ბავშვის გაშვილების პროცესი  დაიწყო , სალის ყველა ის ინფორმაცია მივეცი ჩემზე და ჯეისზე რაც ჭირდებოდა . ეხლა კი იმას ველოდებოდი როდის დამირეკავს და მეტყოდა რომ ბავშვის სავარაუდო მშობლებს უნდა შევხვდე .

უკვე 29 კვირის ორსული ვარ და ჩემი მუცელი იმსიდიდეა  , რომ შეიძლება ითქვას ყბამდე მწვდება . ამის მიუხედავად სამსახურში დავდივარ , არც კი მინდა იმის წარმოდგენა როგორ უნდა გავატარო დრო სახლში მარტო . 

- ჰეი , ლიზ - მომესალმა სამსახურში დაგვიანებით მოსული ქლოი 

- ჰეი , დაგვიანე - ვუთხარი ღიმილით 

- ხო ვიცი , ნაილი ჯიგარია მაპატიებს - მითხრა ქლოიმ და  გასახდელში შევარდა .

მასზე უბრალოდ გამეცინა და ჩემი საქმის კეთება განვაგრძე .

უკვე დღე მთავრდებოდა ქლოის რომ შევხვდი გასახდელში .

- გინდა სადმე გავიდეთ ? სამსახურში ვხვდებით მხოლოდ ერთმანეთს  - ვუთხარი ქლოის

- დღეს ვერა მაგრამ სხვა დროს შენს შემოთავაზებას აუცილებლად მივიღებ - მითხრა ქლოიმ ღიმილით

- კარგი მაშინ ხვალამდე - ვუთხარი მას და ჩემი ჩანთა მოვიკიდე ერთ მხარზე

- ნახვამდის - მითხრა და სანამ ოთახიდან გამოვიდოდი ხელს მიქნევდა

როცა ბინაში მივედი კარი ჩავკეტე, საშინელად მშიოდა მაგრამ რამის მომზადება მეზარებოდა ამიტომაც ან რაღაც უნდა შემეკვეთა ან ჰარის და ლიამის საჭმელი მეჭამა ბოლოს პიცის შეკვეთა გადავწყვიტე. როცა ჩემს ჯიბეში ტელეფონმა რეკვა დაიწყო . როცა ვნახე რომ გაშვილების აგენტი რეკავდა მაშინვე ვუპასუხე.

- გისმენთ

- ლიზა სალი ატკინი ვარ , როგორ ხარ ?- მკითხა სალიმ

- მე კარგად , თქვენ ?- იქეთაც ვკითხე სალის

- შესანიშნავად - მიპასუხა მან - იმის გამო გაირკავ რომ ყველა განცხადებას გადავხედეთ ბავშვის შვილებასთან დაკავშირებით

Flatmate (H.S)Where stories live. Discover now