8... exo

193 16 19
                                    

ბიჭებს უკვე ნახევარი საათის დაწყებული ჰქონდათ რეპეტიცია, მაგრამ ჯონგინი ჯერ კიდევ არ ჩანდა. ასე უკვე მეოთხე დღეა გრძელდებოდა. რეპეტიციების შემდეგ სადღაც ქრებოდა და დილით გაბრწყინებული სახით უერთდებოდა უკვე დაწყებულ რეპეტიციას. ჯუნმიონი ამ ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებდა, თუმცა ჯერჯერობით არაფერი ეთქვა მისთვის. დილით მოსულს უბრალოდ ესალმებოდა და რეპეტიციაც ჩვეულებრივ გრძელდებოდა, ოღონდ ახლა უკვე ჯონგინთან ერთად.

ჯუნმიონმა კედელზე დაკიდებულ საათს ახედა და მობეზრებული გამომეტყველებით ამოიოხრა. დღევანდელი დღე აშკარად აღარ ჩაივლიდა ამ ყოველივეზე ყურადღების გამახვილების გარეშე.

ამასობაში სარეპეტიციო ოთახის კარიც გაიღო და იქიდან სპორტული სტილის მუქ ნაცრისფერ ტანსაცმელში გამოწყობილი ჯონგინი შემოვიდა.

-გაიმარჯობა~ - თითქოს წაიმღერა ეს სიტყვა და ბიჭებს წამიერად გადახედა ღიმილით. შემდეგ კი პატარა, თასმებიანი ზურგჩანთა იქვე დივანზე მიაგდო, ხოლო თვითონ, ჯგუფის დანარჩენი წევრებისკენ დაიძრა. - აბა, რამე ხომ არ მომხდარა ჩემს მოსვლამდე?

-კი, ჰიონი იყო მოსული და გაგვაფრთხილა, რომ ხვალ Mirror -ის ცეკვის ვარჯიშის ვერსიას გადავიღებთ. ისე, შენც გიკითხრა და ვუთხარით, რომ თავს ცოტა შეუძლოდ გრძნობდი და მოგვიანებით შემოგვიერთდებოდი.

ჯონგინმა თავი დაუქნია კიონგსუს და ოდნავ ჩაეღიმა.

-მადლობა, ხელი რომ დამაფარეთ.

ამაზე ჩენიოლს ოდნავ გაეღიმა და მხარზე მოუთათუნა ხელი.

-კარგი, გავაგრძელოთ ვარჯიში. ერთ კვირაში ალბომი გამოდის, ხომ არ დაგავიწყდათ? - აღნიშნა ბექიონმა და მუსიკის ხელახლა ჩართვა დააპირა, რადგან იგი ამასობაში დამთავრებულიყო. თუმცა ჯუნმიონის ხმამ შეაჩერა.

-შეიძლება გავიგო სად იყავი? - გაბრაზებით შეხედა ჯონგინს.

-მეგობართან - მოკლედ უპასუხა ჯონგინმა და თან მას გაუსწორა თვალი, თუმცა მის დაჟინებულ მზერას ვერ გაუძლო და ძირს დაიხედა.

What's your name?Donde viven las historias. Descúbrelo ahora