"ვაიმე და ის არ გამახსენო როგორ თავჩახრილი მოხვედი"
ბიჭის სიცილი მთელ სახლს მოედო..
"ჯიმინ გაჩერდი"
იუნგიც ვერ იკავებდა სიცილს, თან პატარაზე ურტყამდა რაც უფრო აცინებდა ვარდისფერ თმიანს..
"მე იცით რა გამახსენდა.. "
უცბად წამოიყვირა ჰოსოკმა..
"იუნგი ჩემთან მოდიოდა ხოლმე და დახმარებას მთხოვდა.. ვაიმე ჰოსოკ მიშველე.. არ ვუყვარვარ.. მე სულ მარტო ვიქნები.."
ბიჭი ყველანაირად ცდილობდა იუნგის ხმას დაემსგავსებინა.
ამაზე ყველამ გულიანად გაიცინა.. განსაკუთრებით ჯიმინმა..
"კარგით რაა.. ძველ ამბებს რატომ იხსენებთ.. ღმერთო რა სირცხვილია.."
ამოიოხრა იუნგიმ თავის ჩვეული ხმით.. *swag*
"იუნგი სიყვარული ხომ იცი ყველას აგიჟებს.. ჯინმა საერთოდ რეები აღარ იჩალიჩა.."
ეს ამბავი ნამჯუნს ბევრჯერ ჰქონდა მოყოლილი და სანამ იტყოდა უკვე გადასკდნენ კისკისით..
" რომ დავდებიუტდით დაახლოებით ერთი-ორი თვის მერე"
"ჯინი შენთან ვარდით მოვიდა ხელში"
სიტყვის დასრულება არ აცადა თეჰიონმა და თავისი ბოხი ხმით გაიცინა..
"არა ისე ჯინ.. მაინც და მაინც ვარდი რატომ.. ნამჯუნს ხომ ვარდზე ალერგია აქვს .. ამას ჰქვია ბედი მაქვსო ნამჯუნ.. პირველმა სიყვარულმა კინაღამ დაგახრჩო"
უთხრა ჯონგუკმა და თან სიცილს ვერ წყვეტდა..
"პირველმა და უკანასკნელმა"
შეუსწორა ჯინმა და თითქოს ამაყი სახეც კი მიიღო..
ამაზე უფრო გაეცინათ..
ასეთი მომენტები მათ ცხოვრებაში იშვიათია..
აიდოლები არიან და არც ისე ხშირად იკრიბებიან ხოლმე ერთად ასე..
YOU ARE READING
BTS Oneshots <|boyxboy|>
FanfictionOneshots 😈 🔞🔞 Georgian translation გადათარგმნილია wild_BTS0, toptae_issareligion, Tae_baby02 Maybekatty-დან და კიდევ სხვა...