Just hug me (yoonmin)

846 107 16
                                    

Jimin pov

ვერ ვიტან დილას.. ნეტავ არასდროს გათენდეს. უნივერსიტეტი, ლექციები, სულელი ლექტორები..ყველაფერი მეზარება..

საშინლად არ მინდა წასვლა..უკვე ჩვევაში მაქვს რომ ჩემთვის არა საკმარისად უნდა მეძინოს მათ გადამკიდე და კიდევ იუნგის..

ზოგჯერ მღვიძავს მაგრამ საშინლად არ მინდა საწოლიდან ადგომა.. უბრალოდ მეზარება.. წოლაც მყოფნის.

დღეს განსაკუთრებით არ მინდა საწოლიდან განძრევა და ჯერ კიდევ გუშინ ღამით, ძილის წინ დავგეგმე რომ, იუნგი დამეიგნორებინა, არ აქვს მნიშვნელობა რას მოიმოქმედებს.. მთავარია რომ არ გავახელ თვალებს..

და ხო.. როგორც ველოდი.. კარის სახელურის ჩამოწევის ხმა გავიგე.. ვინ იქნება ეს თუ არა იუნგი.

ისე ფეხაკრეფით შემოვიდა ეჭვი შემეპარა რომ იუნგი იყო რადგან როგორც წესი ასე მოქცევა არ ახასიათებს.

უკნიდან მომეხუტა და კისერში ნაზი და სველი კოცნების დატოვება დამიწყო..

კინაღამ სიამოვნებისგან ამოვიკვნესე.. კიდევ კარგი შევძელი და თავი გავაკონტროლე თორემ დავიწვებოდი.

"ჯიმინ ვიცი რომ არ გძინავს.. პატარა.. დღეს ლექცია 10-ზე გეწყება.."

არა.. ჯანდაბა.. ისევ თავის მოჩვენებას ვაგრძელებ რაც არც თუ ისე კარგად
გამომდის..

"ჯიმინ, მაბრაზებ.. ნუ მატყუებ.. არათანაბრად სუნთქავ.."

ჯანდაბა რატომ ლაპარაკობს ამდენს.. ისევ ისე რომ ჩამეხუტოს არაფერი მოხდება..

"ჩახუტება გინდა ხო? თვალებს თუ გავახელ მერე რამდენი ხანიც გინდა იმდენს ჩაგეხუტები.."

ჩემს ფიქრებს კითხულობს? რა ჯანდაბაა.. მაგრამ რატომ მიკვირს.. თითოეული უბრალო და უმნიშვნელო დეტალი იცის ჩემზე.. უკვე 5 წელია ერთად ვართ და გასაკვირი არცაა..

ჩემზე ოთხი წლით უფროსია და ვერ ვხვდები ჩემს ბავშვურობას როგორ უძლებს.. რადგან უფროსია სულ მაკონტროლებს.. არა იმაში თუ ვის შევხვდები და ასე შემდეგ როგორც ამას ტიპიური შეყვარებულები აკეთებენ.. (ამაში გამიმართლა) არამედ იმაში თუ როგორ მიდის ჩემი სწავლის საქმეები..ხანდახან შეყვარებული კი არა დედაჩემი მგონია..

BTS Oneshots  <|boyxboy|>Donde viven las historias. Descúbrelo ahora