BROS (Taekook)

975 71 14
                                    

"ჯანდაბა..ასეთი მაგარი სექსი საღამოზე არასოდეს გვქონია აღიარე.."-ეუბნებოდა ჯონგუკი და თან დაღლილი გადაგორდა თეჰიონის სხეულიდან საწოლის სხვა მხარეს.


"ვფიქრობ მე და შენ ყველა სექსი მაგარი გვაქვს.."-დაღლილი და ოდნავ ჩახლეჩილი, ბოხი ხმით ეუბნება თეჰიონი.სახეზე წურწურით ჩამოსდიოდა ოფლი, ცხელი აბაზანის მიღებას კი ჯერჯერობით არცერთი ლამობდა.


"უბრალოდ ძალიან მომენატრე..ეს დღეები სულ არ გვქონია განცალკევების საშუალება. საერთოდ სულ კამერები, კამერები უკვე ყელშია..ნეტავ როდის დამთავრდება ყველაფერი?! კამერებთან ვერ გიახლოვდები, ვერ გეხუტები..თითქოს ახლოს ვარ შენთან მაგრამ ამავდროულად ძალიან შორს..თეჰიონ დამღლელია ეს ყველაფერი. იცი როგორ მინდა ხოლმე რომ ოდნავ მაინც შეგეხო თუმცა მეშინია..თან დირექტორმაც გაგვაფრთხილა რომ ცოტა დისტანცია დაგვეჭირა.."-მთელი ეს დრო ჯონგუკი წუწუნებდა, თეჰიონი კი ხმასაც არ იღებდა.. მგონი მისი სუნთქვის ხმაც არ ისმოდა. იცოდა რასაც განიცდიდა თავისი პატარა, იცოდა მისი მდგომარეობა, იცოდა როგორ ნერვიულობდა ყველაფერ ამაზე, მას კი ჩახუტებისა და მოფერების მეტი არაფერი შეეძლო რომ მის დასამშვიდებლად გამოეყენებინა. საწოლში ნებივრობას აპირებდა.. დუმილი გაბატონებულიყო ოთახში. მხოლოდ მათი სუნთქვის ხმას თუ გაიგებდით და ესეც დიდი დაკვირვების შემდეგ. ორივე ჩაფიქრებული იყო თავიანთ თავებზე და მათ მომავალზე. როდესაც ოდნავ სული მოითქვეს თეჰიონი მიუცუცქდა და ჯონგუკს მკერდზე დაადო თავი რაზეც შავგვრემანმა ჩაიღიმა და ხელით ფერება დაუწყო მის ფუმფულა ყავისფერ თმებს რომელიც სულაც აღარ ყოფილიყო ისევ ისეთი სველი ოფლისგან, როგორც რამდენიმე წუთის წინ.-"მე დანებებას არ ვაპირებ!"-დიდ ხნიანი დუმილი ჯონგუკის მტკიცე შეძახილმა დაარღვია.. თეჰიონს კი უკვე მშვიდად ჩასძინებია ჯონგუკზე ჩახუტებულს.

უკვე ორი საათია თეჰიონს სძინავს, ჯონგუკს კი უკვე ბანაობაც მოუსწრია. მოწყენილობისგან აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. უნდოდა რომ ეს მარტოობის საათები თეჰიონთან ერთად კარგად გამოეყენებინა ამიტომ ბიჭებთანაც არ გადიოდა. საბოლოოდ გადაწყვიტრა რომ რბილი შეძახილებით გამოეფხიზლებინა თავისი ქერა ბიჭუნა რომელიც უკვე წლებია მისაკუთრებული ჰყავს.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Oct 17, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

BTS Oneshots  <|boyxboy|>Where stories live. Discover now