17 აგვისტო (კვირა)
ზაფხულის ჩვეულებრივი ცხელი დღეა. თითქოს არაფრით გამორჩეული და განსაკუთრებული.
როგორც წესი არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას რომლებიც დროს სახლში ჯდომასა და არაფრის კეთებაში ფლანგავენ. სულ ვცდილობდი და ვცდილობ რომ აქტიური ცხოვრების რუტინა მქონდეს.
მაგალითად, დღეს, მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი რომ, პარკში წავალ სავარჯიშოდ. ვარჯიში ჩემი საქმე ნამდვილად არ არის თუმცა, ინტერნეტში ვნახე რომ, ჯანმრთელობისთვის ძალიან აუცილებელია. ჩემთვის პირველი ჯანმრთელობაა.. მიყვარს სიცოცხლე. მიყვარს ის თუ როგორც ვცხოვრობ. ახლა დილის 5 საათია. იმის მაგივრად რომ მეძინოს, ამას ვწერ. მალე მოვწესრიგდები და შვიდისთვის ალბათ იქ ვიქნები სადაც წესით ნორმალური ადამიანები ვარჯიშობენ.18 აგვისტო (ორშაბათი)
დღეს მინდა ყველაფერი მოგიყვე ჩემო ძვირფასო "წიგნაკო".. გუშინ ზედმეტად დავიღალე და ვეღარ მოვედი "შენთან."
დღიურო იცი ამბობენ იდეალური არავინააო და არაფერიაო. ამ ფრაზას ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი მაგრამ, ახლა, ამიერიდან უფრო დიდ წინააღმდეგობას გავუწევ. გუშინ მე სულელს ფეხი გადამიბრუნდა სირბილისას. კიდევ კარგი არ ვიღრძე. მერე ვიღაც ძალიან მაგარი ტიპი გამოჩნდა და მომეხმარა. მგონი ახლა ვხვდები გოგოების მიმართ ინტერესი რატომ არ მაქვს. 19 წლის ვარ და ჯერ გოგო არ მომწონებია და საერთოდ, არავინ მომწონებია. უი და იდეალურობას დავუბრუნდეთ. ის ვიღაც ბიჭი იყო თვით იდეალურება. სახის ლამაზი ნაკვთები, ლამაზი ტუჩები, ლამაზი შავი თვალები, ლამაზი თმები. ერთი სიტყვით სიმპატიური იყო და მგონი ჩემზე უმცროსიც. მთელი დღე თითქმის მასთან გავატარე. ერთი პერიოდა ზურგზე მოკიდებული დავყავდი. პატარა კაფეში შევედით და საუბარი დავიწყეთ. გავიგე რომ, ყოველ დილით ვარჯიშობს. შემომთავაზა მასთან ერთად მეც მევარჯიშა. ჰომმ.. ამ თითქმის ნაღრძობი ფეხით, მაგრამ დავუკვირდი და აღარც მტკივა. სიმართლე რომ გითხრა ახლაც დილის ხუთი საათია, უფროსწორად უკვე ექვსის ხუთი წუთია. უნდა მოვემზადო.. არ მჯერა რომ ვარჯიშს ვიღაცის გამო ვიწყებ..
YOU ARE READING
BTS Oneshots <|boyxboy|>
FanfictionOneshots 😈 🔞🔞 Georgian translation გადათარგმნილია wild_BTS0, toptae_issareligion, Tae_baby02 Maybekatty-დან და კიდევ სხვა...