"ჯიმინ მზად ხარ?"
ქვემოდან სუფთად გაისმა შავგვრემანის ბოხი და დაბალი ხმა.
"კი, თმებს გავისწორებ და მოვდივარ"
ყვირის ზემო სართულიდან ქერა თმიანი ბიჭი.
შავგვრემანი ხვნეშის.
/სულ ასე მალოდინებს ხოლმე/
გაიფიქრა და ლოდინი განაგრძო.
შავი, კლასიკური შარვალი და თბილი სვიტერი ეცვა რადგან გარეთ არც ისე სახარბიელო ამინდი იყო.წვიმის წვეთები ფანჯრებს და სახურავებს ძლიერად ეცემოდა.
მთელს სახლში მხოლოდ ამის ხმა ისმოდა.
და როგორც იქნა, ის გამოჩნდა.
შავი ჯინსით და ზუსტად შავგვრემანისნაირი სვიტერით.
"არ მეგონა თუ შენც ამას ჩაიცვამდი.."
"როგორ შეიძლება ჩემი მეწყვილეს შესაფერისად არ მეცვას??"
"წავედით პატარავ?"
"ჰო.."
ქოლგა აიღეს.
წვიმის გამი მანქანამდე ძლივს მიაღწიეს."საით წავიდეთ?! დღეს შენი ვარ.."
"ისედაც სულ ჩემი ხარ.."
ნიშნის მოგებით უთხრა ჯიმინმა და ისეთი სახე მიიღო თითქოს და ფიქრობდა, არადა ყველაფერი წინა საღამოს ჰქონდა დაგეგმილი.
"ესეიგი, ჯერ საჭმელად წავალთ, შემდეგ ფილმზე რომელიც უკვე ავირჩიე და თან ბილეთებიც უკვე ვიყიდე. კიდეევ.. რამე პარკიც არ გვაწყენდა.."
"ნეტავ არ წამეგო.."
ამოიოხრა შავგვრემანმა და მობეზრებით აატრიალა თვალები.
"ნუთუ სახლი არ გყოფნის?! ნუთუ არ გყოფნის ის სიყვარული რასაც გაძლევ პატარავ?!"
ეუბნება და მანქანას გაბრაზებული ქოქავს.
შავგვრემანი ვერ იტანს როცა ჯიმინს ის სადღაც გაჰყავს. ურჩევნია სახლში გაატაროს დარჩენილი მათი დღე ჩახუტებაში და ფილმების ყურებაში. ან თუნდაც კოცნაში, თუნდაც....
YOU ARE READING
BTS Oneshots <|boyxboy|>
FanfictionOneshots 😈 🔞🔞 Georgian translation გადათარგმნილია wild_BTS0, toptae_issareligion, Tae_baby02 Maybekatty-დან და კიდევ სხვა...