Best minutes (Taekook)

1.1K 110 16
                                    

"რ-რატომ...?!"

ჯონგუკი მისუსტებული ხმით ტიროდა. თავი მუხლებში ჰქონდა ჩარგული და ისე ქვითინებდა.
მისმა შეყვარებულმა უღალატა.. ვერ იჯერებდა რომ ასეთი დაბრმავებული იყო სიყვარულისგან..

კარები ჩაკეტა და ოთახის კუთხეში იჯდა მთელი სამი საათი. თავის ჰიონებს აიგნორებდა როდესაც უკაკუნებდნენ ან ეძახდნენ..

ყველა ცდილობდა შიგნით შესვლას.. განსაკუთრებით თეჰიონი.. თეჰიონს არ უნდოდა შესვლა რადგან იცოდა მაკნე გაბრაზდებოდა თუმცა, ჰიონები აძალებდნენ მას.. თეჰიონსაც მეტი გზა არ ჰქონდა და იმას აკეთებდა რასაც ეუბნებოდნენ..

თეჰიონმა სამჯერ დააკაკუნა.. და საბედნიეროდ კარები გაიღო.. თვალებ-ჩაწითლებულ ჯონგუკს მიშტერებოდა..

"ქუქ?"

ჯონგუკმა თავი ქვემოთ დახარა..

"რა გინდა ჰიონ"

"რა დაგემართა.."

ჯონგუკმა დააიგნორა..

"შემომიშვი ჯონგუკ.."

"არა.. ახლა არ მინდა საუბარი ჰიონ"

"შემომიშვი.. მოვითხოვ რომ შემომიშვა"

ჯონგუკმა ამოიოხრა და შიგნით შეუშვა.. იატაკზე დაჯდა და თეჰიონს შეხედა.. თეჰიონიც ჯონგუკის წინ დაჯდა, იატაკზე.

ჯონგუკმა ამოისლუკუნა.. თეჰიონს ამის შემხედვარე გული შეეკუმშა.. ხელები მის ლოყაზე მოათავსა და ჯონგუკს თავი ისე ააწევინა, რომ შესძლებოდა თეჰიონზე ყურება..

"მითხარი რა მოხდა.. ყველა ვნერვიულობთ ჯონგუკ"

ჯონგუკმა თავი თეჰიონს მიადო.. ოდნავ გაწითლდა კიდეც (თეჰიონი)..

"ჩემმა შ-შეყვარებულმა მ-მიღალატა.."

თეჰიონს ეცოდებოდა.. ძალიან ეცოდებოდა..

"აი ამიტომ.. "

ჯონგუკმა თავი დაბლა დახარა და თეჰიონის ხელი მოიშორა სახიდან..

"იქნებ არც არასდროს ვუყვარდი.."

თეჰიონი მასთან უფრო ახლოს მიიწია და ჯონგუკს პერანგში წაავლო ხელი.. უხერხული სიტუაცია შეიქმნა..

ჯონგუკს ლოყები ვარდისფრად შეეფაკლა..

"ვერ ვიტან როცა შენს ტირილს ვუყურებ.."

"როგორ შემიძლია ტირილი შევწყვიტო როცა ჩემმა შეყვარებულმა მიღალატა.."

"კიდევ ბევრი გოგოა ჯონგუკ.. მხოლოდ ერთ ადამიანზე ნუ ფოკუსირდები.."

თეჰიონი მართალი იყო.. მას უნდა დაევიწყებინა ყველაფერი.. თეჰიონს შეხედა..

"მართალი ხარ.."

თეჰიონმა გაუღიმა..

"კარგია"

თეჰიონმა ჯონგუკს საყელოში ჩაავლო ხელი და მათ შორის სანტიმეტრები უფრო შეამცირა..

"მაგრამ კიდევ ერთი ჯეონ ჯონგუკ.. მინდა რომ ის გოგო მე ჩავანაცვლო"

ჯონგუკმა პირი დახურა.. ძალიან დაძაბული იყო თუმცა როდესაც თეჰიონის ტუჩები თავისაზე იგრძნო დადნა.. თეჰიონმა მის ქვედა ტუჩს ენა გადაუსვა და ამის შემდეგ ნება მისცა მასში ენით შესულიყო..

მათი ენები თითქოს და ცეკვავდა.. პატარ-პატარა კვნესასაც ამოაყოლებდნენ ხოლმე..

ამას რამდენიმე წუთი აკეთებდნენ.. უჰაერობამ თავისი გაიტანა და ერთმანეთს დააშორა.. არ სჯეროდა რაც მოხდა..

უფროსს ჩაეხუტა და ბედნიერებისგან თვალები დახუჭა..

"მადლობა ჰიონ.. მიყვარხარ"

"არაფერს.. მეც მიყვარხარ"

ჯონგუკი ბედნიერი იყო.. ეს თავის ცხოვრებაში საუკეთესო წუთები იყო.. ახლა მას ჰყავდა ადამიანი რომელსაც უყვარდა ის და თავადაც იგივეს გრძნობდა მის მიმართ..

...

ვაიმე მიყვარს ასეთები და რა ვქნა😂😂18+-საც დავდებ რა თქმა უნდა.. 😂😁

BTS Oneshots  <|boyxboy|>Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin