I love his EVERYTHING (namjin)

642 86 9
                                    

მიყვარს..

მიყვარს ის დღე როცა მას შევხვდი.

მიყვარს ის დღე როცა მას პირველად გავუღიმე და გამოვესაუბრე.

მიყვარს ის ადგილი სადაც პირველად ვნახე.

ყველაფერი მიყვარს რაც სოკჯინთანაა დაკავშირებული.

მიყვარს მისი ღიმილი, მისი ნარცისიზმი, მისი უკბილო ხუმრობები.

მიყვარს და არც გადამიყვარდება. მუდამ მეყვარება.

ვიცი რომ დროებით დამტოვა. ახლა უბრალოდ ძინავს და ტკბილ სიზმრებს ნახულობს. დარწმუნებული ვარ ასეცაა.

არასოდეს დამტოვა, პირობა მომცა. ჯინი კი თავის პირობებს ყოველთვის ასრულებს.

როცა პირველად დავინახე, მახსოვს მხოლოდ თვალებში ვუყურებდი. ლამაზ თვალებში. იქ ვხედავდი შვებას, სიცოცხლეს, ჩემს ბედნიერ ცხოვრებას მასთან ერთად.

ის პირველი და უკანასკნელი სიყვარულია.

დარწმუნებული ვარ მალე გაიღვიძებს. აი, ათამდე დავითვლი.

ერთი.............

ორი...............

სამი................

ოთხი............

ხუთი.............

ექვსი...............

შვიდი..............

რვა...............

ცხრა................

ათი...........

რატომ არ იღვიძებს..

ახლა უნდა მოდიოდეს და მეალერსებოდეს.

მაგრამ, არა.

ორგანულად მძულს ყოველი ის წინადადება რომელსაც "მაგრამ" მოსდევს. ეს არასწორია და რამე შეცდომაა.

იცით?!

ვერც იმას ვხვდები ამ ოთხ თეთრ კედელში რატომ ვარ გამომწყვდეული.

ვერ ვხვდები თეთრ ხალათიანი ქალები და კაცები ჩემს დასაძინებლად რატომ მოდიან.

მე ხომ უბრალოდ ჩემი სიყვარულის დაბრუნება მინდა, რომელიც, კვლავ მიყვარს.

BTS Oneshots  <|boyxboy|>Onde histórias criam vida. Descubra agora