იმ დღის მერე რაც ჯი მონგი ვნახე, თითქოს ჩემში ყველაფერი შეიცვალა. არა და შორიდან ისე ჩან, რომ მეც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, როგორც სხვები, რადგან მეც მათ მსგავსად უბრალოდ ვცხოვრობ. დილას ვიღვიძებ ცრემლიანი, მერე სამუშაოდ მივდივარ, ხალხს ვემსახურები და კვლავ სახლში ვბრუნდები.მიყვარს ჩემი სამუშაო. ყოველთვის მოულოდნელობებით არის სავსე. არ იცი ვის, როდის შეხვდები. მიყვარს ჩემი სამუშაო, რადგან ეს სწორედ ის არის, რისი კეთებაც სიამოვნებას მანიჭებს: ვეხმარები ხალხს უკეთესად გამოიყურებოდნენ. მაკიაჟს ვუკეთებ რეკლამირებას. ამას თითქოს 1000 წელია რაც ვაკეთებ, უფრო სწორად 1000 წლის წინ დავიწყე ამის კეთება. ალბათ რადგან გორიოში ამით ხალხს სიამოვნებას ვანიჭებდი, დღეს სამსახურის ყოველი დღე იმ წარსულ მოგონებებს მახსენებს, რომელთა დაბრუნებაც ძალიან მინდა.
თუმცა ჩემი საყვარელი ადგილი მაინც იმ პორტრეტის წინ არის, სადაც ის ადამიანია გამოსახული, რომელიც შუა გზაზე მივატოვე. ამას ახლა ძალიან ვნანობ. ნეტავ დროის უკან დაბრუნება შეიძლებოდეს. იმ შეცდომას აღარ დავუშვებდია რომელიც ერთ დროს ჩემი უძლურობის გამო დავუშვი.
რადგან ჩემს თავს ვადანაშაულებ, ამიტომ მუდამ სევდიანი ვარ. ამ დროში ვინმეს, რომ უთხრა გავნგჯონგი მიყვარდა და მის ხანაში ვცოხვრობდიო გიჟად ჩაგთვლიან, ამიტომ არ მინდა ვინმეს ეჭვი შეეპაროს ჩემში. სამსახურში ყველა ყველას მეტოქეა, თუმცა მეგობარი, რომელმაც ჩემზე იმაზე ოდნავ მეტი იცის, ვიდრე სხვებმა, მაინც მყავს. პარკ შინი ჰქვია. კარგი გოგოა, თუმცა ჩე რიონგის შემდეგ ბოლომდე ვერავის ვენდობი.
- მუდამ ასეთი სევდიანი რატომ ხარ?
- იმიტომ რომ ვიღაც მენატრება.
- ვინ?
- ის ვინც მთელი გულით მიყვარს.- მასთან რატომ არ ხარ?
- იმიტომ რომ დრომ დაგვაშორა.
ეს პარკ შინისთვის უნდა მეთქვა, რომ სხვა გოგოების შეკიხვები თავიდან ამეცილებინა.
დიდი ხანია გურწრფელად არაფერი გამხარებია. ძილს ვნატრობ ხოლმე სო რომ დამესიზმროს, რომ ცოტა ხნით მაინც გავატარო მასთან. ყოველ დღე ველოდები ისე, თითქოს შეიძლება წუთი წუთზე.
YOU ARE READING
ალისფერი გული~~~Moon Lovers:Scarlet heart
Lãng mạnფიკი გაგრძელებაa 2016 წლის ძალიან ცნობილი დორამის "ალისფერი გულის" ფიკი სავსეა სპოილერებით ვისაც დორამა ნანახი არ გაქვთ, აუცილებლად უყურეთ