დღეს სამსახურში ცოტა ადრე მივდივარ, რადგან სანამ მუშაობას დავიწყებ მინდა სოს პორტრეტი ვნახო. მის წინ რომ ვდგავარ, თითქოს იქიდან მაძლევს იმედს.ამის შემდეგ ისევ ჩემს საქმეს ვუბრუნდები. კარგ ხასიათზე ვარ, ამიტომ მინდა დღეს ყველაფერი იდეალურად იყოს. დამლაგებლის სამუშაოსაც ვითავსებ 15 წუთით.
როდესაც პარკ შინი მოდის სასადილოდ მივდივართ. ჩემთან ლაპარაკი უნდა.
- იცი სუ, გოგოები ამბობენ, რომ გაგიჟდი..
- რატომ? - მშვიდად ვპასუხობ, რადგან ჩემმა თანამშრომლებმა რაც არ უნდა თქვან, ჩემთვის სულ ერთია.
- იმიტომ, რომ სულ რაღაც დროს და ბიჭს ახსენებ, სულ სევდიანი ხარ, როცა მარტო ზიხარ შემოსასვლელ კარს უემოციოდ უყურებ, ქვასავით უემოციოდ...
- ამაში ცუდი რა არის? ამით საქმეს ვაფუჭებ თუ კლიენტებს ვაფრთხობ?
- არა უბრალოდ, კომის შემდეგ თითქოს სხვა ადამიანი გახდი...
- ხალხი არ იცვლება, უბრალოდ მდგომარეობის შესაფერისად იქცევიან...უფ..წასვლის დროა, სადაცაა კლიენტები მოვლენ.
- ვიცოდი რომ უფრო ზუსტი განმარტება სჭირდებოდა, მაგრამ სიმართლე რომც მომეყოლა უბრალოდ ვერ გაიგებდა.
თითქმის 3 საათი გავიდა რაც მუშაობა დავიწყე, კლიენტები დღეს უფრო მეტნიც კი არიან, მაგრამ რატომ არ ვიცი, კიდევ მეტი მინდა. დაღლას საერთოდ ვერ ვგრძნობ.
ერთი ქალი განსაკუთრებით დამამახსოვრდა. არ იცოდა რა იყო პუდრი. ძალიან საყვარელი ქალი იყო. მსიამოვნებდა რომ ვუხსნიდი.
როდესაც შესვენების დრო მოვიდა ჰაერზე გავედი. მზე თითქოს დაიმალა რომ დამინახა, მაგრამ მაინც ცხელოდა.
შესვენების შემდეგ პარკ შინი მოვიდა და სანამ კლიენტს ველოდით ლაპარაკი დავიწყეთ
- უკაცრავად...
რადგან კარისკენ ზურგით ვიდექი, ვერ დავინახე კლიენტი როგორ მომიახლოვდა.
YOU ARE READING
ალისფერი გული~~~Moon Lovers:Scarlet heart
Romanceფიკი გაგრძელებაa 2016 წლის ძალიან ცნობილი დორამის "ალისფერი გულის" ფიკი სავსეა სპოილერებით ვისაც დორამა ნანახი არ გაქვთ, აუცილებლად უყურეთ