სახლში მისული სულ გალუმპული ვიყავი. მაკანკალებდა და ცემინება დამეწყო.
სასწრაფოდ გავიხადე ტანსაცმელი და დუშის ქვეშ დავდექი. ცხელმა წყალმა მომთენთა და ძილი მომანდომა. მშრალი ტანსაცმელი ჩავიცვი და საწოლზე წამოვწექი.
წესით კოცნის სიტკბოთი უნდა დავმტკბარიყავი. შეიძლება უცხო ადამიანისთვის ეს მხოლოდ წამიერი ტუჩების შეხება იყო, მაგრამ ჩემთვის მთელი საუკუნე. ცივ წვიმაში მდგომი და სიცივისგან აკანკალებული, სოს კოცნამ მთლიანად გამათბო და ისევ მისი ადამიანი გავხდი. მაგრამ კითხვები ჩემს ტვინს მაინც არ შორდება : " იგივე ფრაზები, იგივე საქციელი და დაპირება, რომ ჩემი ნებართვის გარეშე აღარ მაკოცებს. კვლავ მისი ადამიანი მიწოდა და ისევ ისე მეუხეშა, როგორც ადრე. არასდროს მეგონა, რომ მისი ასეთი "არა ადამიანური" საქციელი მომენატრებოდა. ახსოვს? არ ახსოვს? იხსენებს? ივიწყებს? ღმერთო ჩემო, რამდენი შესაძლო ვარიანტია! "
იგივე გრძნობა დამეუფლა. ყველანაირი შეგრძნება დამიქვეითდა და წამიერად ბურუსში ამოვყავი თავი. მერე კი სასახლის წინ, სუს უკან ვიდექი ისე, როგორც ადრე, მოჩვენებასავით.
მზე ბნელდებოდა. სო მოტრიალდა და ცას ახედა, შემდეგ სახიდან მაკიაჟი მოიშორა და ნაიარევი გამოუჩნდა. მზერა ქვევით გადმოიტანა, თითქოს ისევ მე მიყურებდა, მაგრამ ამავე დროს ჩემს შიგნით იყურებოდა.
- თუ მართლა სხვადასხვა სამყაროდან ვართ მე შენ გიპოვი ჩემო...სუ- ეს თქვა და კვლავ ჩემს ოთახში აღმოვჩნდი. ფანჯარაში ვიყურებოდი. ცას ავხედე. მთვარე სადღაც გამქრალიყო. უკვე თენდებოდა.
YOU ARE READING
ალისფერი გული~~~Moon Lovers:Scarlet heart
Romantizmფიკი გაგრძელებაa 2016 წლის ძალიან ცნობილი დორამის "ალისფერი გულის" ფიკი სავსეა სპოილერებით ვისაც დორამა ნანახი არ გაქვთ, აუცილებლად უყურეთ