Date?

183 26 2
                                    


ასე მშვიდად დიდი ხანია არ მიძინია იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ 2 საათი მეძინა. როდესაც გავიღვიძე მივხვდი თუ რას ნიშნავდა ბედნიერების ჰორმონი.
გავიუთოვე უნიფორმა, მოვიწესრიგე თავი და სამსახურის გზას დავადექი.
კლიენტები მიდი-მოდიოდნენ. მეც დაუღალავად ვემსახურებოდი.
შესვენების დროს რომ მოვიდა პარკ შინთან ერთად სასადილოში გავედი. მეგონა დღეს მაინც ყველაფერი თავის ადგილზე, მაგრამ გაუგებრობამ ისევ იჩინა თავი : რატომ გადავდივარ უკან. ეს რა მაგიაა? რომ დავაკვირდეთ უკან მაშინ ვბრუნდები, როცა სოს ვხვდები, მაგრამ არა. სოს უკვე მეოთხედ შევხვდი, მაგრამ წარსულში, მხოლოდ 2-ჯერ დავბრუნდი. ისიც იმ წუთებში, როცა სო მარტოა.
სანამ ამ ყველაფრის გაანალიზებას ვახდენდი, თურმე პარკ შინი მთელი ინტერესით მაკვირდებოდა, რადგან საჭმელს ვუყურებდი, თან ისეთი სახით, რომ ვინმეს რომ შემოეხედა მკვდარი ვეგონებოდი.
- ჰე სუ, რა გჭირს?
- არაფერი. უბრალოდ ფიქრებში წავედი.
- რამით შემიძლია დაგეხმარო?
- არა, არ არის საჭირო. პრობლემები არ მაქვს.
- ძალიან კარგი.
შინმა ჰაერი ჩაისუნთქა და ნერვიულად დამიწყო ლაპარაკი:
- ჰე სუ, ხომ იცი, რომ ჩემი ნდობა შეგიძლია? რატომ არ მენდობი? ისე რატომ მექცევი , თითქოს შენი მხოლოდ სამსახურის ნაცნობი ვარ? რატომ არ მიყვები არაფერს რაც გაწუხებს?
ძალიან გამიკვირდა მისი ეს სიტყვები. მეგონა მისთვის ჩვენი ასეთი ნელ-თბილი ურთიერთობა საკმარისი იყო, თუმცა ადამიანის ბუნება ხომ ასეთია; ყოველთვის მეტი უნდა.
- ბოლომდე ვერავის ვენდობი. ბევრჯერ გამიცრუვდა იმედები და გული მეტკინა. მერწმუნე შენ ჩემზე იმაზე მეტი იცი, ვიდრე გგონია. - გავუღიმე. არ მინდა რომ ვინმეს კიდევ ვატკინო გული,- ამასთან შენ ჩემი პრობლემები ძალიან დაგამძიმებს. თავგზას აგიბნევს. ბევრის მესაიდუმლე ვყოფილვარ და ვიცი რას ნიშნავს, როცა სხვისი საიდუმლო უნდა ატარო.
- ხო მაგრამ ეგ ხომ სასიამოვნოა. ვგულისხმობ, ამით მისი დახმარება ხომ შეგიძლია.
- შეგიძლია, მაგრამ ზოგჯერ ამის გამო მოსვენებას კარგავ. ვისი პირადიც მცოდნია, მისი დახმარების სურვილით სხვებისთვის გული ისე მიტკენია, რომ ჭრილობიდან სისხლის ახლაც სდის.
პარკ შინმა თავი დახარა. მისი ნება, რომ ყოფილიყო შემეკამათებოდა, მაგრამ ვეღარ გაბედა.
- წავიდეთ?
- კი.
სამუშაოს დამთავრებამდე ცოტა ხანი იყო დარჩენილი. კლიენტები შეცოტავდნენ. მეც გამოვიცვალე და გარეთ გავედი.
შემიძლია რომ კიდევ ვენდო ვინმეს ისე, როგორც ჩე რიონგს ვენდობოდი?
- ჰე სუ!
ჩემი სახელის გაგონებაზე მოვტრიალდი და ხელში სო შემრჩა. სერიოზული სახით მელოდებოდა.
არ ვიცოდი რა მეთქვა. დაბნეული ვიდექი.
სო მომიახლოვდა.
- ჰე სუ, არ მოდიხარ?
- სად?
- ჩემთან ერთად.
- თქვენთან ერთად სად უნდა მივდიოდე?
- ახლა ამას ალბათ პაემანს ეძახიან.
- ახლა ალბათ პაემნის შესახებ წინასწარ უთანხმდებიან. - წასვლა დავაპირე.
- ჩემი ადამიანი არ უნდა მეწინააღმდეგებოდეს.
ეს სიტყვები ყოველთვის მადუნებდა. ამ დროს თავს დაცულად ვგრძნობდი. შემოვტრიალდი.
- მომისმინეთ, ჯერ თქვენს ადამიანს მიწოდებთ, მერე უნებართვოთ მკოცნით და ახლა პაემანზე თანხმობის გარეშე მიგყავართ...
- რა არ შეიძლება? - სიტყვა გამაწყვეტინა და სახეზე ირონიული ღიმილი დაეხატა.
- ჯერ ერთი არ გიცნობთ...
- მერე გამიცანი.
- თქვენთვის ასეთი ადვილი ვარ?- ახლა უკვე ვბრაზდებოდი.
სოს სახე წაეშალა. პირველად დავინახე მის სახეზე სიმორცხვე. ისეთ ბავშვს დაემსგავსა, რომელმაც უფრო ადამიანი გააბრაზა დაუფიქრებლად და ახლა სასჯელს ელოდება.
- კარგი თუ არ გინდა დღეს არსად არ წავიდეთ, -თვალს მარიდებდა, - მაგრამ ზეგ აუცილებლად წავალთ ერთად თანახმა ხარ თუ არა!
სახე აწითლებულმა გამოგლიჯა მანქანის კარები და წავიდა. მე კი ამაყად წავედი სახლში. ნეტავ რა მეამაყებოდა?

ალისფერი გული~~~Moon Lovers:Scarlet heartWhere stories live. Discover now