Scar

258 25 0
                                    


სახლში მისულიც კი ვერ მოვდივარ გონს. ამდენი ხნის შემდეგ შევხვდი ბეკ ას და სოზე ველაპარაკე. ნუთუ სხვებიც გადმოვიდნენ აქ? ქალბატონი ო, ეუნი და სუ დეკი, ვუ ჰე..ყველა ვინც კი მიყვარდა ნუთუ დამიბრუნდა?

რაც დამესიზმრა არც კი გამკვირვებია:თითქოს სასახლეში შევდიოდი.

მეორე დღე გათენდა და სამსახურს მივაშურე. შევეცადე ყველაფერი მომეწესრიგებინა, თან არ მინდოდა სოს ისეთი შთაბეჭდილება დარჩენოდა თითქოს ჩემთვის განსაკუთრებული კლიენტია. თანაც დიდი იყო იმის ალბათობა, რომ არაფერი ემახსოვრებოდა. ერთი კვირის განმავლობაში, ყოველ დღე ასე ვიქცეოდი, მაგრამ სო არსად ჩანდა.

როცა კვლავ სოს მოლოდინში კარს ვუყურებდი, პარკ შინი მომიახლოვდა.

- რა იყო, შენც პრინცს ელოდები?

- კი,- დაუფიქრებლად წამომცდა.

- ვაა...მერე როგორია შენი პრინცი?

- მაღალი, გრძელი თმითა და სახესა და ტანზე ნაიარევებით, მგლებთან და ადამიანებთან ნაბრძოლი და განადგურებული. უხეში, ცივი, გამოუსწორებლად ჯიუტი.

- ოჰო...მაგრამ ეს ნაიარევები რომ არ ჰქონდეს სახეზე...

- მე ყველაფრით მიყვარს!

მივხვდი რომ პარკ შინი ძალიან დავაბნიე, მაგრამ ზოგჯერ ვერ აკონტროლებ რას ლაპარაკობ. ადვილი შესამჩნევი იყო, რომ შინს საუბრის გაგრძელება უნდოდა.

- არ გშია?

- არა, მადლობა, შენ წადი.

- ოხ...კარგი.

ტელეფონზე საათს დავხედე. თითქმის უკვე 5 საათი სრულდებოდა. ერთ საათში ისედაც ვიკეტებით. როგორც ჩანს არც დღეს მოვა.

წამოვდექი, მაგრამ რაღაცამ გამაქვავა. კარს ისე ვუყურებდი, თითქოს სხვაგან, რომ გამეხედა დავბრმავდებოდი.

- ჰე სუ, კარგად ხარ?-დავიჯერო ასე იმდენ ხანს ვიდექი, რომ პარკ შინმა ჭამა დაასრულა და უკვე სამუშაოს დაუბრუნდა?!

- ჰაა...კი, კი, უბრალოდ ცოტათი გადავიღალე ალბათ.

ისევ კარს გავხედე და დავინახე ის, ვისიც დანახვაც ყველაზე ძალიან მჭირდებოდა.

სო ზუსტად მე მიყურებდა. ისევ გრძელი თმები ჰქონდა, უფრო მეტად ნავარჯიშები და დაკაცებული მეჩვენა. თვალები ისევ ისე უელავდა, როგორც უწინ

მომიახლოვდა

- გამარჯობა,- პირველი მე მივესალმე, როგორც კოდექსი მოითხოვდა ისე.

- გამარჯობა. აქ რამდენიმე დღის წინ ჩემი ძმა იყო მოსული და თქვენ სთხოვეთ, რომ მეც მოვეყვანე.

- დიახ, მახსოვს.

- ძალიან კარგი. რით შეგიძლიათ დახმარება?

- მინდოდა თქვენთვის მესწავლებინა, თუ როგორ უნდა წაისვათ ტონალური კრემი სწორად. ასევე სხვა სახის მოვლის საშუალებებიც მინდოდა შემომეთავაზებინა,- ჩემი ხმა შორიდან მესმოდა, მე მხოლოდ სოს ვუყურებდი. იმდენი ხანი იყო გასული რაც ბოლოს ვნახე...

- დიახ, ძალიან კარგი.

- შეიძლება?-ცოტა ახლოს მივედი, რომ მისი სახისთვის უკეთ შემეხედა. ის კი ისე შეკრთა, როგორც პირველად, როდესაც ნაიარევს ვუფარავდი. სამაგიეროდ მე ვიდექი მყარად.

- შეხედეთ, ძალიან გემჩნევათ, რომ ტონალური რაღაცის დასაფარად გისვიათ. ერთ ადგილას გისვიათ ზედმეტად.

ველაპარაკებოდი და მისმენდა. ვცდილობდი არ დავბნეულიყავი, ჩემს საქმეს იმაზე უკეთ ვაკეთებდი ვიდრე ოდესმე.

-აი, დავამთავრეთ, ნახეთ...-სარკე მივაწოდე

საკუთარ თავს მხოლოდ 1 წამით შეხედა, მერე მე მომიბრუნდა

-მადლობა. თანხას სალაროში გადავიხდი,-წამოდგა და წასვლა დაიწყო.

-კიდევ მობრძანდით,-მივაძახე. არც კი მოტრიალებულია.

ისევ ისეთი იყო: უხეში, ცივი. ისევ არ ენდობოდა ხალხს. ერთხელაც კი არ გაუღიმია, იმის ნიშნად, რომ ჩემი მომსახურება მოსწონდა. მთელი დრო რაც მაკიაჟს ვუკეთებდი, ჩემთვის ერთხელაც არ შემოუხედავს ორ წამზე მეტ ხანს. მაგრამ მისი თავლები ისევ მისი თავლები იყო, ბნელი და ღრმა.

ალისფერი გული~~~Moon Lovers:Scarlet heartWhere stories live. Discover now