Questions

188 27 0
                                    


სამსახურიდან სახლში ფეხით წასვლა გადავწყვიტე, რადგან ყველაფრის გაანალიზება მინდოდა. ტრანსპორტში ამას ვერ მოვახერხებდი, რადგან ასეთ დროს მხოლოდ მე და ჩემი აზრები უნდა ვიყოთ.

იმ დღის შემდეგ რაც ჯი მონგს შევხვდი და ყველაფერი გამახსენდა, ყოველ დღეს ოცნებასა და მოლოდინში ვატარებდი, მაგრამ ბეკ ასთან და სოსთან შეხვედრის შემდეგ თავი ფიქრებითა და გაუაზრებელი წუთებით მაქვს სავსე. მით უმეტეს ბეკ ასთან ბოლო საუბრის შემდეგ: აშკარად ნათელი იყო, რომ მე მიგულისხმა თავის გარდაცვლილ მეგობარში. მე მოვკვდი ავადმყოფობით და ჩემს გვერდით ბეკ ას მაგივრად ჯონგი იყო. მეც მენატრებოდა ბეკ ა და მინდოდა მისი ნახვა, სანამ მოვკვდებოდი. მის დაკარგულ სიყვარულში ვუ ჰე იგულისხმა ჩემი აზრით. ვუ ჰემ თავი მოიკლა, მაგრამ სიტყვა ბოლოს რატომ გაწყვიტა და მითხრა, რომ დაავიწყდა და გაიქცა? თუ მე ვახსოვდი და ყველაფერი დეტალურად მომიყვა, ვუ ჰეზე საუბარი რატომ არ დაამთავრა? თუ ჩვენი წარსული ურთიერთობა ახსოსვს, რა ვუ ჰე დაავიწყდა?

როცა ჩემზე დაიწყო საუბარი, თითქოს სხვა ადამიანს უყვებოდა მეგობრების სევდიან ისტორიას, მაგრამ როცა საქმე საყვარელ და ძვირფას ადამიანებს შეეხო, თითქოს ბურუსიდან გამოერკვა და მიხვდა, რომ იმას ელაპარაკებოდა ვისთვისაც ამის თქმა არ შეიძლებოდა. რას ნიშნავს მისი ეს საქციელი? ნუთუ ყველაფერი ახსოვს და მიმალავს? მაშინ რატომ მიმალავს? იქნებ გონია, რომ მე დამავიწყდა? თუ ბეკ ას მოგონებები დაუბრუნდა, მაშინ სოსაც უნდა ახსოვდეს, რადგან ერთად ცხოვრობენ. მაგრამ სოს ჩემთან შეხვედრის დროს არაფერი ემჩნეოდა, მაგრამ ბეკ ა იბნევა და ნერვიულობს.

ასეთი თავგამოტენილი ამოუხსნელი საქციელებით მივაბიჯებდი ბნელ ქუჩებში, რომელსაც მხოლოდ სავსე მთვარე და ლამპიონები ანათებდა. ღამე ყოველთვის მშვენიერია, როცა ფიქრი გჭირდება და მარტოობას ეძებ. მე ყოველთვის მარტო ვარ. სახლში, სამსახურში, ქუჩაში, კაფეში...ყველგან, სადაც არ უნდა წავიდე მარტო ვარ და რაღაცას ველი. არ ვიცი რას ან რატომ ,მაგრამ ველოდები ისე, როგორც მთვარეს მზეს. განა მთვარემ არ იცის, რომ თუ მზე ამოვა, მას ჩასვლა მოუწევს? მაგრამ მაინც ელოდება. მიზეზ გარეშე. ასე უბრალოდ და მოთმინებით.

ალბათ ეს არის ჩემი სასჯელი: მუდამ მარტო ყოფნა და ლოდინი. ყველაზე მეტად კი ის მტანჯავს, რომ შემიძლია ჩემს ოჯახთან ვიყო და რაც უფრო ვუახლოვდები მათ, მით უფრო გრძელდება გზა და დასასრული არ უჩანს. არა და ვხედავ, როგორ მელიან. ნეტავი მათი დანახვა არ შემეძლოს. ნეტავი უბრალოდ ამ გზას მივუყვებოდე. ასე უბრალოდ, უმიზეზოდ და მოთმინებით.

ალისფერი გული~~~Moon Lovers:Scarlet heartWhere stories live. Discover now