მეორე დღეს სო არ მინახავს. ხოლო პაემნის დღეს მანქანით გარეთ მელოდებოფა. უარის თქმას აზრი არ ჰქონდა, მაინც ძალით წამიყვანდა.
დიდი ხანი ვიარეთ.
-თუ საიდუმლო არ არის, სად მივდივართ?-ვკითხე ბოლოს, რადგან სეულს გავცდით.
-ნახავ.
საბოლოოდ თავი გორიოში ამოვყავი.
-როცა პაემანი ახსენე, ვიფიქრე კაფეში წავიდოდით, ან სკვერში, ან...
-გორიო ძალიან ლამაზი იყო გვანგჯონგის დროს ,-შემაწყვეტინა სომ,- ამბობენ ყველაზე სამართლიანი მეფე იყოო. ამის გჯერა?
-კი.
-რატომ?
-იმიტომ რომ ისტორია არ ცდება.
სომ ისეთი თვალებით შემომხედა, რომ ვიხვდი სხვა პასუხს ელოდა. თავი დამნაშავედ ვიგრძენი.
რაც ვსეირნობდით ხმას არ იღებდა.
-რამე არასწორად ვთქვი?-ანერვიულებულმა ვკითხე.
-არა.
-მაშინ ხმას რატომ აღარ იღებ?-ჯერ იქ მივიდეთ და მერე ვილაპარაკებ.
არ ვიცი მაშინ რატომ ვერ მივხვდი რას აპირებდა სო,მაგრამ ახლა ვხვდები რომ სრულიად არ შეცვლილა:
-ეს ხომ სასახლეა?-აღმომხდა, როცა სასახლეს მივუახლოვდით.
-იცანი?-მითხრა სომ და მომლოდინედ შემომხედა. მე კი გაოცებული ვუყურებდი და არ ვიცოდი რა მეთქვა.
ხელი მომკიდა და სასახლეში შემიყვანა.
-ეს ადგილი ბევრ მოგონებას ინახავს,-ისე მესაუბრებროდა არც კი მიყურებდა. ხელს არ მიშვებდა და ნელ-ნელა ტბასთან მივყავდი,-ძალიან ლამაზი ადგილია, თუმცა აქ ძალიან ბევრი სისიხლი არის დაღვრილი...და რისთვის? ერთი ტახტის გამო?! თითქოს მთელი აზრი იმაშია, რომ საბოლოოდ ყველა დახოცო და შენსას მიაღწიო.
- სიცოცხლეს ყველა იმსახურებს. არ შეიძლება, როცა მოგინდება მაშინ გამოსალმო ვინმე სიცოცხლეს.
- ეს მაშინ არ ესმოდათ. ერთი ადამიანი მთელ სამეფოს ვერ შეაგნებინებდა ამას. აქ ყველა მონები იყვნენ,-ხელი მთელ არემარეს მოავლო, მეორე ხელით კი ძლიერად მიჭერდა,-გვანგჯონგ ძალიან ბევრი ადამიანის დათმობა მოუწია. ისიც პრინცი იყო, მასაც უყვარდა, მაგრამ ზოგჯერ ვერ საზღვრავ ისე უშვებ შეცდომას. მთავარია გვერდით ის ადამიანი გყავდეს, ვინც იცი, რომ არ მიგატოვებს,-ახლა კი შემომხედა. მისი თვალები რაღაცას მეკითხებოდნენ, მაგრამ მიხვედრის მეშინოდა.
ამასობაში ტბის თაღში დავდექით სადაც ერთხელ ვუთხარი:"მე მარტო არ ვარ, ამიტომ ბედნიერი ვარ. თქვენ ხომ ჩემს გვერდით ხართ, თქვენო უდიდებულესობავ."
- აქ ერთ დროს ნავი იდგა, სადაც განგჯონგი და მისი საყვარელი ქალი ისხდნენ და ცურაობდნენ. იქით სალოცავი კოშკებია,-ხელი კლდისკენ გაიშვირა.
მე სოს დავყვებოდი, ის კი მიდიოდა და მიდიოდა. მივუახლოვდით იმ ზღაპრულ ადგილს.
- ჰე სუ, მინდა შენი აზრი მითხრა, სიყვარულის საპირისპირო სიძულვილია?
-არა. სიყვარულის საპირისპირო მიტოვება და წასვლაა.
-მაშინ საკუთარი თავის სიძულვილით სავსე რატომ დამტოვე?
გაოცებულმა ავხედე, მან კი ცრემლიანი თვალებით შემომხედა.
-მე...
-არ მითხრა. მოდი ჩავთვალოთ, რომ ეს ჩვენი პირველი შეხვედრაა, ბაღში.
სო მომიტრიალდა. ორივე ხელი მომკიდა და მკითხა:
-ჰე სუ, გახსოვარ?
-დიახ მახსოვხართ, თქვენო უდიდებულესობავ!
ამის გაგონებაზე სახე სიყვარულით, სიხარულით, სევდითა და ნუგეშით გაუნათდა. ხელები წელზე მომხვია და მისკენ მიმიზიდა.
-მიყვარხარ ჩემო ჰე სუ.
-მეც მიყვარხარ ვანგ სო.
...და ერთმანეთს საუკუნის მონატრებით ჩაეხუტნენ
THE END
YOU ARE READING
ალისფერი გული~~~Moon Lovers:Scarlet heart
Roman d'amourფიკი გაგრძელებაa 2016 წლის ძალიან ცნობილი დორამის "ალისფერი გულის" ფიკი სავსეა სპოილერებით ვისაც დორამა ნანახი არ გაქვთ, აუცილებლად უყურეთ