თავს მარტოდ მხოლოდ იქ არ ვგრძნობ, სადაც წარსული მოგონებებია აღბეჭდილი, ამიტომ გზას ვიმრუდებ და უკან ვბრუნდები, მუზეუმში.
იქ ძირითადად იმიტომ მივდივარ, რომ სოს პორტრეტი ვნახო, მაგრამ ახლა სხვა მოგონებების გაღვიძებას ვაპირებ.
ოთახს კარი კუთხეში აქვს. შევდივარ და კარიდან ხელ მარცხნივ მივდივარ, სადაც გამოსახულია კაცი, რომელსაც ზურგზე ქალი ჰყავს მოკიდებული და უკან კი ახალგაზრდა გოგონა მოჰყვება. ვუყურებ და მხოლოდ ეს სიტყვები ჩამესმის :"ჩუმად არ გააღვიძო."
რატომ იცვლებიან ასე ადამიანები? ნუთუ ვუკი მართლა ასეთი ხარბი ადამიანი იყო? ნუთუ მართლა მხოლოდ ტახტი სჭირდებოდა და მეტი არაფერი?
ოთახში ჰე სუს გარდა კიდევ ერთი სხეული შევიდა. ისიც მასავით ფიქრებში იყო წასული და ვერავის ამჩნევდა. ის კარიდან ხელ მარჯვნივ წავიდა, იმ ნახატისკენ სადაც ნიღბიანი ადამიანები იყვნენ გამოსახულნი.
არც ერთი უყურებდა ერთ ნახატს 2 წუთზე მეტ ხანს. მოძრაობა დაიწყეს ერთმანეთის მიმართულებით, თუმცა არა იმიტომ, რომ ამჩნევდნენ ერთმანეთს. არა, უბრალოდ იმიტომ , რომ ის მოგონებები, რომელთა სანახავად მოვიდნენ, ახლა მხოლოდ ტკივილს აყენებდა ორივეს, თუმცა წასვლა არც ერთს უნდოდა.
ერთმანეთისკენ მიდიოდნენ, მაგრამ მხოლოდ სურათებს ამჩნევდნენ და უცბად გოგონა ბიჭს, ხოლო ბიჭი გოგონას დაეჯახა.
- აჰჰ...აუჩ...ვაი..როგორ მეტკინა...-გოგონამ ხელი შუბლზე მიიდო, ხოლო ბიჭმა ხელი მკერდზე მოისვა, რადგან გოგონა მას მხოლოდ მკერდამდე სწვდებოდა.
- თქვენ დამეჯახეთ,- მკვახედ მიუგო სომ.
ამ სიტყვებზე ჰე სუმ თავი ასწია და თვალებში მხოლოდ ერთი წამით უზომო ბედნიერება გაუკრთა.
- არაფერიც! თქვენ დამეჯახეთ! ახლავე ბოდიში მომიხადეთ!
- არა.
- რას ჰქვია "არა"? დამნაშავე ხართ და ბოდიში უნდა მომიხადოთ!- არ ნებდებოდა ჰე სუ.
- ვისაც ჩემი ბოდიში აქვს გაგონილი, ყველა მკვდარია. თუ ასე გინდათ, მაშინ ბოდი...
- არა!- შეაჩერა ჰე სუმ - გაჩუმდით! თქვენ რა კრიმინალი ხართ?
- რატომ? - თითქოს ძალიან გაუკვირდა სოს, ისე აზიდა წარბები ზევით.
- რატომ? -კითხვა გაუმეორა ჰე სუმ, -ნუთუ თქვენი პირით არ თქვით, რომ ვისაც თქვენი ბოდიში აქვს გაგონილი ყველა მკვდარია?
- მერე რა? მე ხომ არ მითქვამს მე მოვკალი - თქო?
ჰე სუ სიბრაზისგან ლამის აფეთქდა. სოს კი სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა.
- გამატარეთ! - ისევ ეუხეშა სო.
- მე რა თქვენი ცხოველი ან მონა კი არ ვარ, რომ თქვენი დავალებები და ბრძანებები ვასრულო. გზა დიდია. შეგიძლიათ გაიაროთ.
- თუ ჩემი ცხოველი არ ხარ, მაშინ იქნებ ჩემი...ადამიანი გიწოდო?
ამ სიტყვების გაგონებაზე ჰე სუ გაქვავდა, მაგრამ მაინც არ დაიბნა.
- არა! მე არც თქვენი ადამიანი ვარ და არც ცხოველი. რამდენჯერ გაგიმეოროთ?
- არ მაინტერესებს. დღეიდან შენ ჩემი ადამიანი ხარ. შეკამათება არც კი გაბედო.
ამ სიტყვების მოსმენის უზომოდ გახარებული იყო ჰე სუ, მაგრამ სოს აჩვენა, რო ძალიან გაბრაზდა და გარეთ გავარდა.
ქუჩაში ფეხი არ ჰქონდა გადგმული, რომ წვიმამ დასცხო.
საკმაოდ გვიანი იყო. ვერც ტაქსის გაჩერებას შეძლებდა და სამწუხაროდ ( თუ საბედნიეროდ) , არც თავისი ავტომობილი ჰყავდა. არც რაიმე მოსაცმელი ჰქონდა, რომ წამოეფარა და არც ქოლგა.
იდგა კარში დაბნეული და ფიქრობდა სახლში, როგორ წასულიყო, რადგან მისი სახლი მოშორებით იყო და სანამ მივიდოდა გვარიანად დასველდებოდა.
- რატომ არ მიდიხარ? - კვლავ შეუმჩნევლად მიუახლოვდა სო.
- იმიტომ, რომ წვიმს.
- და მერე წვიმა იკბინება?
- არა, ასველებს. - ისე საუბრობდნენ ერთმანეთს არც კი უყურებდნენ.
- რომელი საათია?
- უკვე პირველი დაიწყო.
- გოგონასთვის ძალიან გვიანია.
- ამით რისი ტქმა გინდათ? - თვალებ ანთებულმა შეხედა სოს.
- იმის, რომ შემიძლია სახლამდე მიგიყვანოთ.
- თქვენი აზრით უცხო კაცს მანქანაში ჩავუჯდები?
- რა თქმა უნდა, არა.
- მაშინ რაღას მეკითხებით?!
- რა, მე უცხო ვარ?
სუ სიბრაზისგან ადგილს ვერ პოულობდა. სო კი ისევ ირონიული ღიმილით იღიმოდა.
- რა, არ ხართ?
- მეგონა არა, რადგან ჩემი ადამიანი გიწოდეთ, ვიფიქრე უკვე შინაურები ვიყავით.
- აქ თქვენი ირონიის მოსასმენად არ მოვსულვარ.
- აბა, რისთვის მოხვედით?
სიბრაზისგან ანთებული ჰე სუ დაუფიქრებლად წვიმაში გავარდა.
სომ ჯერ ცას ახედა, ჩაიხვნეშა და გაეკიდა.
ჰე სუ სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა. მაგრამ სო დაეწია, მკლავში ხელი ჩაავლო, მოატრიალა და აკოცა მთელი ძალით. ჰე სუ ხელებში მოიმწყვდია.
როგორც პირველად, ახლაც ბრძოლა დაიწყო ჰე სუმ, მაგრამ სო არ უშვებდა მანამ, სანამ კოცნა არ დაამთავრა.
ჰე სუმ ხელი მოუქნია დასარტყმელად, მაგრამ სომ დაუჭირა:
- გპირდები, რომ მეორედ შენი ნებართვის გარეშე არ გაკოცებ.
- მეორედ ვერასდროს ვეღარ მაკოცებ! - დაუყვირა ჰე სუმ და გაიქცა.
- ამასაც ვნახავთ! - მიაძახა სომ და თავისთვის გაიცინა.
YOU ARE READING
ალისფერი გული~~~Moon Lovers:Scarlet heart
Romanceფიკი გაგრძელებაa 2016 წლის ძალიან ცნობილი დორამის "ალისფერი გულის" ფიკი სავსეა სპოილერებით ვისაც დორამა ნანახი არ გაქვთ, აუცილებლად უყურეთ