-შ/ს სად ხარ?
-ახლახანს გამოვედი სახლიდან ელინორ, თუ დამაცდი რომ მანქანამ არ მხიოს მოვაღწევ
-მაგრამ, ჩქარა ხომ იცი ჩემი შეყვარებული უნდა გაგაცნო
-ნეტა მერამდენეა, ან სიყვარულისთვის სად გცალია, გამაგიჟებ
-ეს მართლა ძალიან საყვარელია გაიცნობ და მოგეწონება
-კარგი ხო, ტაქსიში ვჯდები მაცადე.დღეს შენი საუკეთესო მეგობრის შეყვარებული უნდა გაიცნო, სულაც არ ღელავ რადგან ეს ელინორის უკვე რიგით მეოცე შეყვარებულია.
ელინორს უკვე მეცხრე წელია იცნობ და ამ დროის მანძილზე ის ყოველთვის შენთან იყო, ისევე როგორც შენ მასთან და ყველა მისი "ყოფილი" ძალიან კარგად იცი.
მალევე მიხვედი შენი და ელინორის საყვარელ ადგილას, პატარა მყუდრო კაფეში სადაც ხშირად ყავას სვავთ ხოლმე, აჩქარებული ნაბიჯებით შეხვედი რადგან მიხვდი რომ საგრძნობლად დაგაგვიანდა
-შ/ს - ელინორი გამოიქცა და როგორც ყოველთვის ზედ შეგახტა- იდიოტო სად გდიხააარ?
-ბოდიში, ელი, მაპატიე რა
-ხო, ხო კარგი არაფერია
-შენი ახალი ბიჭი სად არის?
-საპირფარეშოშია, მოდი დავსხდეთ და ისიც მალევე შემოგვიერთდება
-კარგი
პატარა მაგიდას მიუსხედით, ფანჯარასთან.
ეს შენი და შენი საუკეთესო მეგობრის საყვარელი ადგილი იყო, რადგან აქედან ყველაფერი კარგად ჩანდა.ლაპარაკში იყავით გართულები, როცა ელინორმა განიშნა, რომ მისი შეყვარებული მოდიოდა
მალევე ისიც მოგიახლოვდათ.
შოკოლადისფერი კანი, ლამაზი, მსხვილი ტუჩები და პატარა ცხვირი.'ის იდეალურია' - შენთვის გაიფიქრე
-შ/ს აი ჩემი შეყვარებული, ჯონგინი გაიცანი
-სასიამოვნოა, შ/ს - გაგიღიმა და თავაზიანად ჩამოგართვა ხელი.ცოტახანი კიდევ იყავი მათთან ერთად და ჯონგინის სასიამოვნო ლაპარაკს ისმენდი, ბოლოს მოიმიზეზე რომ ხვალ ლექცია გქონდა და პროსპექტი გქონდა სასწავლი
ჯონგინმა შემოგთავაზა მანქანით წასვლა, მაგრამ შენ უარი განაცხადე და ფეხით გაუყევი გზას.ვერ ხვდებოდი, რა გრძნობა იყო ეს, რომელიც ჯონგინის შემოსვლისთანავე დაგეუფლა.
სახლში მიხვედი, თავი საშინლად გტკიოდა ამიტომ გამაყუჩებელი დალიე და უბრალოდ დაიძინე.
YOU ARE READING
Best friend's boyfriend ⚠️
Fanfictionროგორ განვითარდება მოვლენები, როცა საუკეთესო მეგობრის შეყვარებული გიყვარდება?