რამოდენიმე კვირის შემდეგ შენ და ჯონგინმა ურთიერთობა მშვენივრად ააწყვეთ, ელინორის დახმარებით, რომელსაც ყოველთვის თან დაყვებოდი როცა ჯონგინს ხვდებოდა.
ასე, რომ "მეგობრებიც" კი გახდით.შენ კი ყოველ მის დანახვაზე გული საგრძნობლად გიჩქარდებოდა და არ გინდოდა საკუთარ თავსაც კი გამოტყდომოდი, რომ მის მიმართ რაღაც სხვას განიცდიდი, რაღაც უფრო მეტს ვიდრე მეგობრობას.
ბოლოს იმდენად დაისტრესე, სახლში ჩაიკეტე და სამი დღე უნივერსიტეტშიც კი არ წასულხარ.
ელიმ ტელეფონზე დაგირეკა.
-შ/ს? რა ჯანდაბაა, კარგად ხარ?
-კი, ელი უბრალოდ ცოტა თავის ტკივილები მაქვს და ვერ მოვახერხე უნივერსიტეტში მოსვლა.
-საღამოს აუცილებლად მოგინახულებ, კარგი?
-კარგი, გელოდები.ელინორისთვის მისი საყვარელი ბლინები გააკეთე და ზემოდან შოკოლადის კარაქი მოასხი.
8საათი სრულდებოდა, როცა კარზე ზარი გაისმა.
შენც მის გასაღებად წახვედი, ხალათში გამოწყობილი, როცა კარის გაღებისთანავე სახტად დარჩი.-ჰჰ... ჯ.. ჯონგინ?
-გამარჯობა შ/ს, ელის ქალაქგარეთ მოუწია გასვლა და მე მითხრა რომ მომენახულებინე.
-აა..გასაგებია- იმდენად არ გინდოდა მისი შემოსვლა და მასთან მარტო დარჩენა, რომ სწრაფად მიაყარე სათქმელი. - მადლობა, ჯონგინ რომ დამაფასე. კარგად ვარ, აღარ მინდა ამდენად შეგაწუხო, ალბათ ისედაც ზედმეტად შეწუხდი. დროებით - კარის ცხვირწინ მიხურვას აპირებდი, როცა ჯონგინმა ხელით დაიჭირა
-მოიცა, არ შემომიშვებ?
-მმ ჯანდაბა..ამმ კარგი ხო შემოდი.
ჯონგინი სახლში შემოვიდა, დივანზე დაჯდა. ჩაფიქრებული ჩანდა, რაც იცნობ მას შემდეგ ასეთი პირველად ნახე. ის ყოველთვის მხიარული და მომღიმარი იყო.
-იცი, ელისთვის ბლინები გავაკეთე, მისი საყვარელია. ხომ მიირთმევ?
-დაჯექი - გითხრა ჯონგინმა და ოდნავ ჩაიწია, მის გვერდით რომ დამჯდარიყავი.
შენც მის გვერდით დაიკავე ადგილი და გაურკვევლობის გამო სახეზე მიაშტერდი
-შენთვის ვინ ვარ, შ/ს ოღონდ სიმართლე მითხარი.
-რა სულელი კითხვაა, რათქმაუნდა მეგობარი - შეეცადე ისე გეპასუხა სახეზე მღელვარება არ დაგტყობოდა.
-მაშინ, რატომ ფერმკრთალდები, როცა მხედავ? ტუჩებიც კი გითეთრდება
-საიდან მოიტანე?
-შ/ს, შენ შეგიყვარდი... ხომ ასეა?------------
შ/ს - შენი სახელი
არვიცი რა გამომდის ;დდ
YOU ARE READING
Best friend's boyfriend ⚠️
Fanfictionროგორ განვითარდება მოვლენები, როცა საუკეთესო მეგობრის შეყვარებული გიყვარდება?